ჩილე

შესატანად აკრძალული ნივთები:
შეურაცხმყოფელი ნივთები; ჰეროინი და მისი შემცველი პრეპარატები; აბსენტი; ჯანმრთელობისათვის მავნე და ხრწნის სტადიაში მყოფი სასმელები და პროდუქტები; მომხმარებლის  შეცდომაში შემყვანი ან თვითნაკეთი ნივთიერებები და კვების პროდუქტები; საქარინის შემცველი სასმელები და პროდუქტები; შესქელებული რძე; წამლები, რომელთა შემადგენლობა არ არის გარკვევით მინიშნებული; საზღვარგარეთული ლატარიის ბილეთები და ლატარიის მოწყობილობები; ასანთი; საბრძოლო მასალები; უხამსი ხასიათის სურათები, მცირე ზოომს ქანდაკებანი, გრავიურები და წიგნები; რადიოაქტიური ნივთიერებები; იარაღი, პატრონები და ლითონის კაფსულები პორტატიული ცეცხლსასროლი იარაღისათვის;

ლითიუმის ბატარეები (ცალკე); ლითიუმის ბატარეები ჩამონტაჟებული ტექნიკაში; ადვილადაალებადი სითხეები (მაგ. სუნამო, ფრჩხილის ლაქი).


შესატანად პირობითად დაშვებული ნივთები:
საქარინი - მხოლოდ სამედიცინო დანიშნულებით; მცენარეები და ცხოველები - ჩილეს სანიტარული ინსპექციის ნებართვით; კინოფილმები - ლითონის ჰერმეტიულად დახურული ყუთებით; გამაბრუებელი ნივთიერებები - ჯანდაცვის გენერალური დირექტორის ნებართვით; ქიმიური პროდუქტები - საბაჟოს ნებართვით; სამხედრო აღჭურვილობა - სამხედრო მინისტრის ნებართვით; ოპიუმი, მორფი და სხვა ნარკოტიკული ნივთიერებები - სამედიცინო ან სამეცნიერო მიზნით, სანტიაგოში არსებული სანიდადის გენერალური დირექციის ნებართვით; ცხოველები (მტაცებლები), ქვეწარმავლები, მწერები და სხვა მავნე სახეობანი, რომლებიც შემოიტანება სამეცნიერო დანიშნულებით - საბაჟოს ადმინისტრატორის სპეციალური ნებართვით, ვაზი და მისი ნაწილები, თესლი, ბუჩქები, ბოლქვები, ძირები და ძირხვენები - მცენარეთა სანიტარული ინსპექციის ნებართვით; საბრძოლო ტექნიკა და ცეცხლსასროლი იარაღი (სანადირო იარაღის გარდა) - გენერალური სამხედრო კომენდატურის ნებართვით.


შენიშვნა:

1. შეკვეთილ გზავნილებში, მცირე პაკეტების გარდა, აკრზალულია გადაიგზავნოს ფული, საბანკო და სახაზინო ბილეთები, პლატინა, ოქრო, ვერცხლი ზოდებსა და ნაკეთობებში, ძვირფასი ქვები და სხვა ფასიანი ნივთები;
2. ჩილეს რესპუბლიკის საფოსტო ადმინისტრაცია არ ღებულობს იმ შეკვეთილ და უბრალო გზავნილებს, რომელთა შიგთავსი ექვემდებარება საბაჟო დაბეგვრას.