შვეიცარია

შესატანად აკრძალული საგნები:
ამორალური ან უხამსი საგნები; აბსენტი ან მისი იმიტაცია; ხელოვნური ან ხილის ღვინოები, აგრეთვე მათ დასამზადებლად საჭირო ნივთიერებები; ფოსფორის ან გოგირდის შემცველი ასანთი; მკვეთრი სუნის მქონე ნივთიერებები(ბრომი, ქლორი და სხვა); ცხენის ხორცი ან მისი შემცველი პროდუქტები; ცოცხალი ან მკვდარი გარეული ფრინველები; მცენარეები ან მცენარეთა ნაწილები, არაევროპული წარმომავლობის კარტოფილი; კომპოსტი (სასუქი) და ნეშომპალა; შეუფუთავი ბუჩქები; ავტომობილები, ავეჯი, ხეები, ინსტრუმენტები და სხვა, რომელთა ერთი განზომილების სიგრძე აღემატება 2,5 მ.-ს; მსხვრევად ტარაში მოთავსებული 10-კგ-ზე მეტი წონის სითხეები; ლატარიის ბილეთები ან მათ გათამაშებასთან დაკავშირებული განცხადებები; კუპონები, სიები ლატარიის ბილეთების სატირაჟო ნომრების მითითებით; დაუმუშავებელი თაფლის სანთელი, ნატურალური ფიჭა; ნარკოტიკები; ხორცის პროდუქტები; ფსიქოტროპული ნივთიერებები; მინიგადამცემი სადგურები და რადარების დეტექტორები; არსებული სახელმწიფო წყობის წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდისტული საშუალებები; ცხოველები და ცხოველური წარმოშობის პროდუქტები; პიროტექნიკური საშუალებები; ფეიერვერკები და სხვა ფეთქებადი ნივთიერებები; ღერბები; დამაზადებელი საწარმოების მარკები; "წითელი ჯვრის" ემბლემები, ან ნებისმიერი ნიშნები რომლებიც გვანან "წითელ ჯვარს" ან "ჟენევის ჯვარს".


შესატანად პირობითად დაშვებული საგნები:
ოპიუმი, მორფი, კოკაინი და სხვა ნარკოტიკები, აგრეთვე მედიცინაში გამოყენებული ვაქცინები და შრატები, რადიოაქტიური ნივთიერებები - შვეიცარიის ჯანმრთელობის დაცვის ფედერალური სამსახურის სპეციალური ნებართვით; კურდღლები, შინაური ფრინველი, გარეული ფრინველის ხორცი, კიბოსნაირი ცხოველები, საკვები მოლუსკები, ან ამ ცხოველთა ხორცი და მისგან დამზადებული საკვები პროდუქტი, ძროხის, ღორის, თხის და ცხვრის ნაწლავები, ასევე თევზის ხორცი - ბერნში განთავსებული შვეიცარიის ფედერალური სამსახურის ნებართვით; დაკონსერვებული ხორცის სოსისები, ცოცხალი ფუტკარი, რომელიც იგზავნება სარკინიგზო ან საავტომობილო გზების მიმდებარე ტერიტორიაზე (გზავნილების წონა არ უნდა აღემატებოდეს 20 კგ.-ს), თუ გააჩნიათ სანიტარული მოწმობა; პარაზიტები და მავნე მწერთა გამანადგურებლები - მხოლოდ ოფიციალურად აღიარებული საწარმოების მისამართით; სამხედრო აღჭურვილობა - მხოლოდ ფედერალური სამხედრო ადმინისტრაციის ნებართვით; ყველა სახის მარილები - კომპეტენტური ხელისუფლების მიერ გაცემული ნებართვით; სპირტი - იგზავნება მხოლოდ ალკოჰოლის ფედერალური სამმართველოს მისამართით; სასწორები და ასაწონად და გასაზომად გამოსაყენებელი სხვადასხვა საშუალებები - იგზავნება საბაჟო ხელმძღვანელობის შეხედულებისამებრ; ძვირფასი ლითონების ნაკეთობები იგზავნება ძვირფას ლითონთა კონტროლის  ცენტრალური ბიუროს ნებართვით; ნაღების კარაქი 500 გრ-მდე წონით ერთ გზავნილებით; მწერები, ტკიპები - ფიტოსანიტარიის სამსახურისა ან სოფლის მეურნეობის ფედერალური სამსახურის ნებართვით; საფოსტო მტრედები - სავეტერინარო ოფისისა და ფედერალური სამხედრო დეპარტამენტის გადაცემის საშუალებების ფედერალური სამსახურის ნებართვით; ტყის მცენარეები - ტყეთა დაცვის ფედერალური სამსახურის ნებართვით; კარტოფილი - იგზავნება სოფლის მეურნეობის ფედერალური სამსახურის ნებართვით.


შენიშვნა: შვეიცარიაზე დამისამართებული გზავნილები მიიღება 20 კგ-მდე წონით.