ფილიპინები

შესატანად აკრძალული საგნები:
ლატარიის ბილეთები და მოწყობილობები; აბორტის გამომწვევი და ჩასახვის საწინააღმდეგო მედიკამენტები, ნივთიერებები, ნივთები და ინსტრუმენტები; უხამსი და უცენზურო ხასიათის ნივთები; სახიფათო ნივთები; თრობის და დუღილის გამომწვევი ყველა სახის ალკოჰოლიანი სასმელი სპირტის, ღვინის, ალაოს და სხვათა ჩათვლით; ცხოველები, ფრინველები ქვეწარმავლები და თევზები; ყალბი და გაფუჭებული მონეტები, სახაზინო ბონები, საბანკო ბილეთები, ობლიგაციები, ფასიანი ქაღალდები წარმომდგენზე, მა შორის ყალბიც, ყველა სახის აზარტული თამაშები; საავტორო უფლებების დამრღვევი გამოცემები; ოქროს, ვერცხლის და სხვა ძვირფასი ლითონები ან მათი ნაერთებისგან დამზადებული ნივთები; ფეთქებადი და აალებადი ნივთიერებები; იარაღი, საბრძოლო მასალები; ნარკოტიკები; ოპიმის მოსაწევი მოწყობილობები; დეკლარაციაში არასწორად მითითებული ნივთები; რადიოაქტიური ნივთიერებები.


შესატანად პირობითად დაშვებული საგნები:

მწერები, პათოლოგიური ნივთიერებები, ჩანასახები, ცხოველთა და ფრინველთა ფიტულები, თევზის კონსერვები - შესაბამისი შეფუთვით; აბრეშუმის ჭია და მისი კვერცხი - მანილის სამეცნიერო-ტექნიკური ინსტიტუტის მისამართით, შესაბამისი შეფუთვით; ოპიუმი, კოკაინი და მათი პროდუქტი -  ფილიპინების მთავრობის ნებართვით; მცენარეები და მათი ნაწილები - ფილიპინების მცენარეთა ბიუროს მიერ შეტანაზე გაცემული ნებართვით; იარაღი - ფილიპინების პოლიციის სამმართველოს ნებართვით; საფოსტო ბარათები, მორთული დაფხვნილი მინით - მხოლოდ დახურულ კონვერტებში; ნიადაგი - მხოლოდ ფილიპინების ხელისუფლების ნიადაგის სამმართველოს ნებართვით.