ბელიზი

შესატანად  აკრძალული საგნები:
ლატარიის ბილეთები; მონეტები; პლატინა, ოქრო ვერცხლი და მათი ნაკეთობები; ძვირფასი ქვები და სხვა ძვირფასი საგნები; საბანკო და საკრედიტო ბილეთები;  ხანჯლები; ცოცხალი ცხოველები; ბანანის ხეები; ხილი; ბოსტნეული, მიწა, ნეშომპალა; იარაღი, საბრძოლო აღჭურვილობა, დატენილი კაფსულების ჩათვლით, ვაზნები; ასანთი; თამბაქო; საქარინი და სხვა ანალოგიური ნივთიერებები (საქსინი და სხვა); ცელულოიდი, გაუწმენდავი და თხევადი; ჭუჭყიანი ტანსაცმელი, ნაკუწები, ნახმარი საცვლები; იაპონიაში დამზადებული საპარსი ფუნჯები.


შესატანად პირობითად დაშვებული საგნები:

ოპიუმი, მორფი, კოკაინი და სამედიცინო და სამეცნიერო მიზნით გადასაგზავნი სხვა ნარკოტიკები _ მიმღებისათვის ბელიზის გუბერნატორის მიერ გაცემული სპეციალური ნებართვით; პარაზიტები და მავნე მწერების გამანადგურებლები, რომლებიც გამოიყენება  გამოკვლევებისათვის და იცვლება ოფიციალურად აღიარებულ დაწესებულებებს შორის; მორთულობებისათვის განკუთვნილი მონეტები და ლითონის ზოდები; ხის ყუთებში ან მუყაოს კოლოფებში შეფუთული, მკვრივ გოფრირებული ქაღალდში შეხვეული გადამუშავებული ცელულოიდის ნაწარმი (კინო- და ფოტოფირების გარდა); კინო- და ფოტოფირები უნდა შეიფუთოს თუნუქის კოლოფებში, რომლებიც უნდა მოთავსდნენ მყარ ხის ყუთებში.


შენიშვნა:

1. ფაქტურები შეიძლება მოთავსდეს გზავნილში ან გადაეგზავნოს მიმღებს სხვა წესით. კონსულის ფაქტურები აუცილებლობას არ წარმოადგენს. აუცილებელია დაერთოს მოწმობები წარმომავლობის შესახებ, ლიცენზიები და ა.შ, რომლებიც შეიძლება მოთავსდეს გზავნილში ან  გადაიგზავნოს სხვა წესით;
2. ყალბი საბაჟო დეკლარაციებით მიღებული საფოსტო ამანათები და სხვა საფოსტო გზავნილები ამოღებულ იქნება საბაჟო ხელისუფალთა მიერ;
3. ბელიზის საფოსტო ადმინისტრაცია მატერიალური პასუხისმგებელი არ არის ფასგამოუცხადებელ ამანათებზე მიუხედავად შიგთავსისა.