ტრინიდადი და ტობაგო

შესატანად აკრძალული საგნები:
ყავა; ფუტკრის თაფლი და ცვილი; მომწამვლელი ნივთიერებანი; დამამზადებელი საწარმოს მარკები; საავტორო უფლებები; პროპაგანდისტული ხასიათის ლიტერატურა; ცოცხალი ცხოველები; მცენარეები; კაკაო; არარაფინირაბული შაქარი; ბიადაგი; ხილი, ბოსტნეული; იარაღი; ასანთი; ოქროს ზოდები; ფული; უცხოური ლატარისს მოწყობილობები; ცელულოიდი; რადიოაქტიური ნივთიერებები.


შესატანად პირობითად დაშვებული საგნები:
საქარინი - თუ ადრესატს გააჩნია რესპუბლიკის მთავარი ექიმის ნებართვა; პარაზიტები და მწერების გამანადგურებლები - ნიმუშების სახით, ოფიციალურად აღიარებულ ინსტიტუტებს შორის გაცვლის მიზნით; ნარკოტიკები - სამედიცინო დეპარტამენტის მთავარი ქირურგის ნებართვით; ფუტკარი - ისეთი იზოლირებული შეფუთვით, რომელიც იძლევა შიგთავსის შემოწმების საშუალებას; ხილი და  ბოსტნეული - კანადიდან, ინდოეთიდან და დიდი ბრიტანეთის კუნძულებიდან წარმომავლობის სერტიფიკატით სოფლის მეურნეობის დირექტორთან შეთანხმებით; იარაღი - პოლიციის გენერალური ინსპექტორის ნებართვით; თამბაქო - საწარმოო საჭიროებისათვის; ასლგადასაღები ქაღალდი - იმ პირობით, რომ გაჟღენთლია ცვილით და არ შეიცავს ცხიმოვან და ზეთოვან ნივთიერებებს; ფილმები და ცელულოიდი - თუნუქის და ხის ყუთებში შეფუთული, წარწერით: “ფილმები” ან “ცელულოიდი”; მცენარეები (შაქრის ლერწამი, ყავა, ბანანი, კაკაო, ქოქოსი, ციტრუსოვნები) და მათი თესლი - სოფლის მეურნეობის დირექტორის ნებართვით.


შენიშვნა: დაშვებულია მხოლოდ ფასგამოცხადებული გზავნილებას მიღება.