ტონგა

შესატანად აკრძალული საგნები:
უხამსი შინაარსის საგნები; იარაღი, აღჭურვილობა, თოფის ტყვიის დატენილი კაფსულები; ასანთი; რადიოაქტიური ნივთიერებები;


შესატანად პირობითად დაშვებული საგნები:

ნარკოტიკები - სამედიცინო და სამეცნიერო მიზნით, ნარკოტიკებისა და საწამლავების შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად ტონგას პრემიერ-მინისტრის მიერ დამტკიცებული სერტიფიკატით; პარაზიტები და მავნე მწერთა გამანადგურებლები - ნიმუშების სახით, ოფიციალურად აღიარებულ დაწესებულებებს შორის გაცვლის მიზნით; ცოცხალი ცხოველები - საფოსტო ადმინისტრაციის კონტროლის სამსახურის წარმომადგენლის სპეციალური ნებართვით; მცენარეები და მათი ნაწილები - გამგზავნი ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამმართველოს მიერ გაცემული სერტიფიკატით; თამბაქო, სიგარები, სიგარეტები, საბურნუთე თამბაქო 4,5 კგ.-მდე წონით - იმ პირობით, თუ ისინი არ არიან შეფუთული სხვა ნივთიერებთან ერთად; სპირტიანი სასმელების ნიმუშები 0,5 ლ. ტევადობის ჭურჭელში - იმ პირობით თუ ისინი არ არიან შეფუთული სხვა ნივთებთან ერთად; ცელულოიდი და კინემატოგრაფიული ფირები - თუნუქის ყუთებში შეფუთული, რომლებიც შემდეგ იფუთება ხის ყუთებში წარწერით: “ცელულოიდი” ან “ფილმები”.


შენიშვნა:
გზავნილები, რომლებსაც გააჩნიათ შიგთავსის არაზუსტი ჩამონათვალი, ექვემდებარებიან კონფისკაციას საბაჟო სამსახურების მიერ.