ტანზანია

შესატანად აკრძალული საგნები:
იაპონური საპარსი ფუნჯები; ჯანმრთელობისათვის მავნე სპირტიანი სასმელები, ქიმიური პროდუქტებისა ან ცხიმების შემცველი სასმელები (მაგალითად სალიცილის სპირტი); შედედებული რძე ცხიმის 9%-იანი შემცველობით; ასანთი; ყალბი მონეტები; რადიოაქტიური ნივთიერებები (მანათობელი ციფერბლატები, პრეპარატები და სხვა); ყალბი მარკები; ლპობადი ბიოლოგიური ნივთიერებები; ადამიანისათვის მავნე პროდუქტები; ცოცხალი ცხოველები (ფუტკრის, აბრეშუმის ჭიის და წურბელას გარდა); ღერბები; დამაზადებელი საწარმოს ყალბი მარკები; ლატარია; უხამსი შინაარსის ნივთები; აქროლადი ნივთიერებების შემცველი თხევადი ცელულოიდი; 32,2 გრ.ჩ ტემპერატურაზე აალებადი სითხეები; სამხრეთ აფრიკის საქონელი; საბანკო ბილეთები და სხვა ფასეულობები.


შესატანად პირობითად დაშვებული საგნები:
ოპიუმი, მორფი და სხვა ნარკოტიკები - ტანზანიის გაერთიანებული რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს მუდმივმოქმედი სამდივნოს ნებართვით, მხოლოდ სამედიცინო ან სამეცნიერო დანიშნულებით; ნახმარი ტანსაცმელი, შალის გადასაფარებლები - დეზინფექციის მოწმობით;  დისტილაციის აპარატები და მათი მოწყობილობები, ზოდები - ტანზანიის მთავრობის ნებართვით; მავნე მწერთა გამანადგურებელი პარაზიტები - ეგზემპლართა სახით; იარაღი, საბრძოლო მასალები - სპეციალური ნებართვით; ლპობადი ბიოლოგიური ნივთიერებები - ოფიციალურად აღიარებულ ლაბორატორიებს შორის გაცვლის წესით, მსოფლიო საფოსტო კონვენციის დებულებების შესაბამისი შეფუთვით; დარიშხანი - ჯანდაცვის  სამინისტროს ნებართვით; მცენარეები, ხილი, თესლი - სოფლის მეურნეობის და ტყის მინისტრის წინასწარი ნებართვით; ძვირფასი ლითონები, სექსუალური ხასიათის პუბლიკაციები - საბაჟოს კომისარიატის გადაწყვეტილებით; ფილმები - ლითონის ყუთებში და შემდეგ ხის ყუთებში შეფუთული; ნიშანსაღები მანქანები - გენერალური დირექტორის წერილობითი ნებართვით; ტელევიზორები, ელექტრონული გამომთვლელი მასალები (კალკულატორები) - ფინანსთა მინისტრის წერილობითი ნებართვით.