ტაილანდი

შესატანად აკრძალული საგნები:
ფეთქებადი ნივთიერებები და ასანთი; საბრძოლო მასალები; საბანკო ბილეთები.


ტაილანდში ლტოლვილთა ბანაკებში გასაგზავნად აკრძალული ნივთების სია:

ელექტოფარნები; ბატარეები; აკუმულატორები; გოგირდმჟავა; მჟავეები; დისტილირებული წყალი; ბურთულიანი კალმები; ცეცხლსასროლი იარაღი; ყველა სახის ქსოვილები; მაგნიტოფონები; მაგნიტური ფირები; სათევზაო კაუჭები; ალკოჰოლური სასმელები; საწვავი; სამედიცინო დანადგარები; წამლები; გვარჯილა; სიგარეტი; ბაწრები და ზონრები; ყველა სახის ელექტროინსტრუმენტები; კონსერვები; ფეთქებადი ნივთიერებები; სუნელები; რადიომიმღებები.


შესატანად პირობითად დაშვებული საგნები:
ოპიუმი, მორფი და სხვა ნარკოტიკები - მხოლოდ სამედიცინო და სამეცნიერო მიზნით; ფილმები, ცელულოიდი - მხოლოდ ლითონის ყუთით, რომელიც შემდეგ შეიფუთება ხის ყუთში ან მკვრივ თბოსაიზოლაციო მასალაში; იარაღი - მთავრობის სპეციალური ნებართვით (ბანგკოკიდან).