სუდანი

შესატანად აკრძალული საგნები:
მავნე სპირტიანი სასმელები; სითხეები და ის ნივთიერებები, რომლებიც სწრაფად გადადიან თხევად მდგომარეობაში; მინის ან ანალოგიური მსხვრევადი და ფუჭებადი ნივთები; ტარა ან ჭურჭელი, რომელიც შეიცავს 1%-ზე მეტ ტყვიას; ბამბა; ყალბი ფული; ყალბი საფოსტო და სახაზინო მარკები; გზავნილები ორი ან მეტი ამანათის შემადგენლობით, სხვადასხვა დამისამართებით; იარაღი; ფული; ძვირფასი ლითონები და ქვები; ამბოხის გამომწვევი ლიტერატურა; სასწორი და საწონები; ცხოველები; საბანკო ბილეთები; ვალუტა; რადიოაქტიური ნივთიერებები;


შესატანად პირობითად დაშვებული საგნები:

სპირტი, ლუდი, ღვინოები სამედიცინო მიზნებისათვის; იარაღი, საბრძოლო მასალები - სუდანის შინაგან საქმეთა სამინისტროს ნებართვით; ყაყაჩოს თესლი, კიბოს, ვენერიული დაავადებების, ტუბერკულიოზის სამკურნალო მედიკამენტები, სუფთა სპირტი, წვერის საპარსი ფუნჯები ან ბეწვი მათ დასამზადებლად - სუდანის სამედიცინო სამსახურის დირექტორის ნებართვით; მცენარეები, დამუშავებული ბამბა და თამბაქოს თესლი - სუდანის სოფლი მეურნეობისა და სატყეო დეპარტამენტის დირექტორის ნებართვით; ჩვეულებრივი და სატყეო დეპარტამენტის დირექტორის ნებართვით; ჩვეულებრივი და კრისტალიზებული შაქარი, საქარინი, დულცინი და დამატკბობელი ნივთიერებები, დაუმუშავებელი თამბაქო - საბაჟოს ხელმძღვანელის ნებართვით; ბამბის ძაფები, რომელთა სიგრძე ან მასა მითითებულია სუდანში მოქმედ საზომ ერთეულებში, საზღვარგარეთული ფული (ოქროს ფულის გარდა) - სუდანის ფინანსთა სამინისტროს ნებართვით; გოგირდი და გოგირდოვანი პროდუქტები - სუდანის მეცხოველეობის სამმართველოს უფროსის ნებართვით; პირგადასაღები, ცვილით დაფარული ქაღალდი, რომელიც არ შეიცავს ჟანგვად ცხიმებს - შესაბამისი აღნიშვნით;  ნახმარი ტანსაცმელი - ოფიციალური სანიტარული სამსახურების მიერ გაცემული სანიტარული სერტიფიკატით.


შენიშვნა:

1. გზავნილის სიგრძე არ უნდა აღემატებოდეს 1,10 მეტრს ან სიგრძის და უდიდესი გარშემოწერილობის ჯამი არ უნდა აღემატებოდეს 1,85 მეტრს;
2. მუყაოს ყუთიანი ამანათები დამატებით უნდა შეიფუთოს ქსოვილით.