სოლომონის კუნძულები

შესატანად აკრძალული საგნები: ცოცხალი ცხოველები; საბრძოლო მასალები; ასანთი.


შესატანად პირობითად დაშვებული საგნები:
პარაზიტები - ოფიციალურად აღიარებულ ინსტიტუტებს შორის გაცვლის მიზნით, პასუხისმგებელი თანამდებობის პირის ნებართვით; ნარკოტიკები - სამედიცინო და სამეცნიერო მიზნებისათვის, ჯანდაცვის სამინისტროს ნებართვით; საღებავები - კომპეტენტური ორგანოების ნებართვით; ნახმარი საგნები - ჯანდაცვის ოფიციალური სამსახურების სერტიფიკატით.
   

შენიშვნა:

სოლომონის კუნძულების საფოსტო ადმინისტრაცია ფასგამოუცხადებელ (შიგთავსის მიუხედავად) გზავნილებზე მატერიალურ პასუხისმგებლობას არ ღებულობს. ასეთ შემთხვევაში გზავნილი  მიიღება და გამგზავნს განემარტება, რომ მისი დაკარგვის შემთხვევაში მატერიალური ზარალი არ ანაზღაურდება. გამგზავნს უნდა გაეწიოს რეკომენდაცია, რომ გზავნილის შიგთავსი გადააგზავნოს მცირე პაკეტების სახით.