სლოვაკეთი

შესატანად აკრძალული საგნები:
ლითონის ყუთებში მოთავსებული კონსერვები და ყველა სახის პროდუქტები; ხმელი ხილი (ჩირი); დარიშხანის ან ტყვიის შემცველი ნივთიერებით შეღებილი ან გაჟღენთილი ნივთები და საქონელი; ლუდის შესაფერადებელი ან დასამზადებელი ნივთიერებები; ალკოჰოლის და ნარკოტიკების შემცველი ესენციები; ხელოვნური ღვინოები; ძეხვისა და ხორცის შენახვისათვის განკუთვნილი ნივთიერებები; თეთრი ფოსფორი და მისი ნაწარმი; სამყურასა და ვაზის ნარჩენები და ჩენჩო; მეორადი მოხმარების საგნები; პროპაგანდის ბეჭდვითი გამოცემები; შეურაცხმყოფელი და უხამსი ხასიათის ნივთები; სლოვაკეთის რესპუბლიკის სახელმწიფო წყობის წინააღმდეგ მიმართული პუბლიკაციები; რადიოაქტიური ნივთიერებები; მცენარეები; იარაღი და საბრძოლო მასალები; ეთილის სპირტი; სლოვაკეთის ვალუტა (ბანკნოტები, სახაზინო ბილეთები, მონეტები), 1953 წლამდე გამოცემული საფოსტო მარკები.


შესატანად პირობითად დაშვებული საგნები:
სამედიცინო ან სამეცნიერო მიზნებისათვის გაგზავნილი ოპიუმი, მორფი და სხვა გამაბრუებელი საშუალებები - სლოვაკეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ადრესატზე გაცემული სპეციალური ნებართვით; სამკურნალო და კოსმეტიკური საქონელი - კომპეტენტური ორგანოების სპეციალური ნებართვით; თამბაქო და მისი ნაწარმი - 500 გრამამდე წონით, პირადი მოხმარებისათვის; მარილი და ხელოვნური დამატკბობელი საშუალებები - სლოვაკეთის ფინანსთა სამინისტროს სპეციალური ნებართვით; რადიოტელეგრაფისა და რადიოტელეფონის აპარატები - ვაჭრობის სამინისტროს ნებართვით; კომერციული მნიშვნელობის მარკები და ფილატელიის სხვა ნივთები - საგარეო ვაჭრობის დაწესებულების საქმიანობის ჩარჩოებში; ფილატელური გაცვლა - სლოვაკეთის ფილატელისტთა საზოგადოების წევრებისათვის, იმ პირობით თუ ერთი კალენდარული წლის განმავლობაში ერთი ადრესატისადმი განკუთვნილი ფილატელისტური პროდუქციის ღირებულება არ აღემატება 1000 კრონას, საფოსტო მარკები და ფილატელისტური ხასიათის სხვა ნივთები შეტანაზე ნებართვის გარეშე მიიღება მხოლოდ შემდეგი პირობით - სამი გზავნილი კალენდარული წლის განმავლობაში, თუ შიგთავსის ჯამური რაოდენობა არ აღემატება 100 ცალს ღირებულებით 100 კრონა; ფული და სლოვაკეთის რესპუბლიკის ვალუტით ანგარიშსწორების დოკუმენტები - სლოვაკეთის ბანკის ნებართვით; ფუტკარი - კვებისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნებართვით; სამედიცინო და ვეტერინარული ინსტრუმენტები - არაკომერციული მიზნით; შრატი და ვაქცინები (ადამიანებისა და ცხოველთათვის) - კვებისა და სოფლის მეურნეობის მთავარი ჰიგიენისტის ნებართვით; ბაცილების მატარებელი ნივთიერებანი - ჯანდაცვის სამინისტროს ნებართვით; კვების პროდუქტების დანამატები (საღებავები, კონსერვანტები და სხვა) - ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი მიწერილობით; მცენარეები და მათი ნაწილები, თესლი, ბუნებრივი გარსით - გამგზავნი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს ფიტოსანიტარული ნებართვით; იარაღი და აღჭურვილობა - გამგზავნ ქვეყანაში სლოვაკეთის რესპუბლიკის საელჩოს მიერ გაცემული დოკუმენტით; საჩუქრები - არაკომერციული მიზნით, თუ მისი ღირებულება არ აღემატება 3000 კრონას და ექნება წარწერა "გზავნილი - საჩუქარი".

თითოეულ გზავნილზე ქვემოთჩამოთვლილი საქონელის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნულ ნორმებს: ჩაი - 0,25 კგ; შოკოლადი და შოკოლადის ნაწარმი - 1 კგ; ნეილონის წინდები და შესაბამისი ნაწარმი - 1 წყვილი; ფეხსაცმელი - 1 წყვილი; კაბა, პალტო ან მათი დასამზადებელი  მასალა - 1 ცალი.