სიერა-ლეონე

შესატანად აკრძალული საგნები:
სპირტიანი სასმელები, სპირტი; სპირტის სახდელი კუბები; ნადირობისათვის გამოსაყენებელი სპეციალური ფარნები; საბანკო ბილეთები და ქვითრები წარმომდგენზე; ამორალური ხასიათის ინფორმაცია; მონეტები; ფეთქებადი და აალებადი ნივთიერებები; იაპონური წარმოების ფუნჯები; ასანთი; ცხოველები; თაღლითობისათვის განკუთვნილი ნივთები; საავტორო უფლებები; დასავლეთ აფრიკის საბანკო ბილეთები; რადიოაქტიური ნივთიერებები;


შესატანად პირობითად დაშვებული საგნები:

სამედიცინო ან სამეცნიერო მიზნით გასაგზავნი ოპიუმი, კოკაინი და სხვა ნარკოტიკები - სიერა-ლეონეს კომპეტენტური დაწესებულებების მიერ ადრესატისათვის გაცემული ნებართვით; პარაზიტები და მწერთა გამანადგურებლები - ეგზემპლართა სახით, ოფიციალურად აღიარებულ ინსტიტუტებს შორის გაცვლის წესით; მონეტები და ძვირფასი ლითონები და მათი ნაწარმი - მათი ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 5 ფრანკს; საფოსტო მარკები - იგზავნება შეკვეთილი წერილებით; სიმინდი - ნიგერიიდან და ზამბიიდან, ლიცენზიის საფუძველზე; მცენარეები - სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის დირექტორის ნებართვით; იარაღი, საბრძოლო მასალები, ბრილიანტი - მთავრობის ნებართვით; ქიმიური პროდუქტები - ჯანდაცვის დირექტორის სპეციალური ლიცენზიით; სამუშაო ფორმა - კოლონიალური სამსახურის წევრთათვის; ფილმები, ცელულოიდი, ფაიფური, ქაშანური, მყიფე ნივთები, ცხიმები - სპეციალური შეფუთვით.
   

შენიშვნა:
სიერა-ლეონეს საფოსტო ადმინისტრაცია მატერიალურ პასუხისმგებლობას არ იღებს ფასგამოუცხადებელ (შიგთავსის მიუხედავად) ამანათებზე. ასეთ შემთხვევაში გზავნილი მიიღება და გამგზავნს განემარტება, რომ მისი დაკარგვის შემთხვევაში მატერიალური ზარალი არ აუნაზღაურდება. უარის შემთხვევაში გამგზავნს უნდა გაეწიოს რეკომენდაცია ამანათის შიგთავსი გადააგზავნოს მცირე პაკეტების სახით.