რუმინეთი

შესატანად აკრძალული საგნები:
კომერციული ღირებულების მქონე ნივთები; დოკუმენტები, ბეჭდვითი გამოცემები, ნახაზები, ნეგატივები, ფირები, ფოტოსურათები, რომლებიც ზიანს აყენებენ რუმინეთის საზოგადოებრივ წყობას; ფაშისტური ან ანტიდემოკრატიული პუბლიკაციები; ფასიანი ქაღალდები, საზღვარგარეთული ლატარიის ბილეთები, ობლიგაციები; საფოსტო მარკები და ფილატელური კოლექციები, კუპონები და ვალუტა; უხამსი და უცენზურო  ხასიათის მქონე ანაბეჭდები, სურათები, ფოტოსურათები, წიგნები, ღია ბარათები; ფული; სამხედრო აღჭურვილობა, ფეთქებადი და რადიოაქტიური ნივთიერებები; იარაღი და სანადირო აღჭურვილობა და მათი საბრძოლო მასალები; ბოთლები თხევადი გაზის შემცველობით, რომლებიც არ გამოიყენება კემპინგებისათვის; ჰაერის კონდიცირების აპარატები; რადიომიმღებები, რადიოგადამცემები; ნახმარი ტანსაცმელი, თეთრეული, ფეხსაცმელი; ცხოველური წარმოშობის პროდუქტები, მათ შორის, თერმულად დამუშავებული და ჰერმეტულად დახურული შეფუთვითაც; არაფაბრიკულადი შეფუთული მედიკამენტები; ამბოხისკენ წამქეზებელი ხასიათის პუბლიკაციები და ანაბეჭდები;' ყველა გზავნილი რომელთა გარეთა ზედაპირზე გამოსახულია რუმინეთის შეურაცხმყოფელი წარწერები, ნიშნები და ბეჭდები; ტოქსიკური პროდუქტები და ნივთიერებები; ყუთებში ან ჰერმეტულ სათავსოებში შეფუთული ნივთები (მედიკამენტების გარდა).

შენიშვნა: მიღებული გზავნილები, რომლებიც შეიცავენ ასეთ პროდუქტებს დაუყონებლივ განადგურდება.


შესატანად პირობითად დაშვებული საგნები:
საფოსტო მარკები და ფილატელიის ნივთები მიიღება შეკვეთილი ან ფასგამოცხადებული გზავნილების სახით რუმინეთის ფილატელისტთა ასოციაციის წევრებისათვის, მისამართზე: ბუქარესტი, რუმინეთის ფილატელისტთა ასოციაცია; იარაღი და საბრძოლო მასალები მიიღება რუმინეთის ხელისუფლების ან დაწესებულებების მისამართით, კანონებთან შესაბამისად გაცემული ნებართვით; ერთ გზავნილზე მაქსიმალურად დასაშვები რაოდენობა: ყავა - 5 კგ; ნართი - კგ; "ჯინსის" შარვლები - 5 ც; სინთეტიკური ქსოვილები - 20 მ; თავსაფარი - 15 ც; ტუალეტის საპონი - 20ც; სიგარეტი - 100 კოლოფი; ვიდეოკასეტა - 10 ცალი; ვიდეოდისკი - 10 ცალი; მაგნიტოსკოპი - 1 ცალი; საღეჭი რეზინი - 1 კგ; პილპილი - 1 კგ; შაქარი - 10 კგ; ფქვილი 10 - კგ; მცენარეული საკვები ზეთი - 10 ლიტრი; წვნიანის კონცენტრატი - 2 კგ; კაკაო - 1 კგ; შოკოლადი - 1 კგ; მარგარინი - 2 კგ; კარაქი - 2 კგ.