ახალი ზელანდია

შესატანად აკრძალული საგნები:
ბეწვისაგან დამზადებული ჯაგრისები; მცენარეები და თესლი; დასამუშავებელი შალი; ცოცხალი ცხოველები; ბაქტერიები; ვირუსები; ასანთი; ასაფეთქებელი ნივთიერებები; ტყვია-წამალი; უკანონო მოქმედებებისათვის წასაქეზებელი ბეჭდვითი გამოცემები; უზნეო და უხამსი ხასიათის საგნები; ყალბი ფული; ხორცის პროდუქტი; აბრეშუმი; ყუთები კვერცხების გადასატანად; ავადმყოფობის გამომწვევი მიკრობები; მცენარეები; ცხოველების ნაწილები; ფურაჟი, თივა, ჩალა, ხორბალი; იარაღი; საავტორო უფლებები; ციხეებში დამზადებული საქონელი; თამბაქო; სავაჭრო ნიშნები; მალფუჭებადი ბიოლოგიური ნივთიერებანი (როგორც საინფექციო, ასევე არასაინფექციო).


შესატანად პირობითად დაშვებული საგნები:

სპირტიანი სასმელები, ნახმარი ტანსაცმელი, კვერცხის ფხვნილი, სასარაჯო ნაწარმი, ცხენის აკაზმულობა, მარცვლეული, ფქვილი, ბურღულეული, ხილი, ბოსტნეული - სოფლის მეურნეობისა და თევზჭერის გენერალური დირექტორის ნებართვით; საფეიქრო მრეწველობის მიერ დამზადებული ტანსაცმელი, ინსეკტიციდები, ცივი იარაღი, თერაპიული ხელსაწყოები, ვეშაპის ხორცის პროდუქტები, საფეხბურთო მატჩების პროგნოზების ბეჭდვითი გამოცემები, საფეიქრო ძაფები, ცარიელი კასრები, ღერბები, საკეტების გასახსნელი მოწყობილობები, ტყე, თერაპიული პრეპარატები - საბაჟოს მინისტრის ნებართვით; მწერები და მათი კვერცხები, მცენარეები, ცხოველები და ცხოველური წარმოშობის პროდუქტები, ნატურალური და სინთეტიკური ნაწლავები, შალი, ხორცი, კაკაოს თესლი, ფუტკარი, ფრინველები, ქვეწარმავლები და მათი ნაწილები - სოფლის მეურნეობისა და თევზჭერის სამინისტროს ნებართვით; ნარკოტიკები, შხამები, ვაქცინები - ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის ნებართვით; ტყვიის შემცველი საღებავი - მხოლოდ სპეციალური შეფუთვით, ტყვიის შემცველობის და მწარმოებლის აღნიშვნით; ფქვილის ნაწარმი - მხოლოდ ჰერმეტული შეფუთვით; ცეცხლსასროლი იარაღი - პოლიციის ოფიცრის ნებართვით; ვალუტა, ახალი ზელანდიის მონეტები - ახალი ზელანდიის სარეზერვო ბანკის ნებართვით; რადიოაქტიური, ტოქსიკური, ფარმაცევტული ნივთიერებანი - მხოლოდ სპეციალური შეფუთვით ჯანდაცვის მინისტრიეს ნებართვით; შალის ანაჩეჩი - სპეციალური დეკლარაციის შემთხვევაში; ყვითელი ციების საწინააღმდეგო ვაქცინა - ჰიგიენის სამინისტროს ნებართვით; ცხოველური წარმოშობის ჩანასახი, თესლი - სოფლის მეურნეობისა და თევზჭერის გენერალური დირექტორის ნებართვით; თამბაქოს ფოთლები 1კგ-მდე წონის - მიღების შემდეგ  თერმული დამუშავების შემთხვევაში.