ნორვეგია

შესატანად აკრძალული საგნები:
ასანთი; ნახმარი ტომრები; ხორცის პროდუქტები, ქონი, ფრინველი; ყველა მცენარე და მათი ნაწილები, ყვავილიანი ბოლქვები, გამომშრალი მცენარეების გარდა; რძე და რძის პროდუქტები; კიბორჩხალები; ახალი ხილი და ხილის კონსერვები; მატყლი, ძუა; ბოსტნეული, მათ შორის დაკონსერვებული; ცოცხალი ძუძუმწოვრები, თაფლი, რქები, ჩლიქები, რქის ფქვილი, სისხლი, მშრალი სისხლი, ძვლის ფქვილი, საკვები ხორცის ფქვილი, ნატურალური ცხოველური ვაქცინები,  შრატები ვეტერინარებისათვის, კასრები და ვედროები; საბრძოლო მასალები; ცომი და ხელოვნური სატენების ნარევები; მყრალი სუნის მქონე ნივთები; უხამსი ან შეურაცხმყოფელი ხასიათის ნივთები, ნივთები რომლებიც არ არიან დამთავრებული (საბოლოო) სახით; ყალბი საფოსტო მარკები; საზღვარგარეთული ლატარიების განცხადებები და  ცირკულარები; განცხადებები იმ წამალთა შესახებ, რომელთა შემოტანა აკრძალულია ან რომლებით ვაჭრობა არის აფთიაქების მონოპოლია; რადიოაქტიური ნივთიერებები;


შესატანად პირობითად დაშვებული საგნები:

ნორვეგიის საბანკო ბილეთები და მონეტები, აგრეთვე სხვა ქვეყნების ფასიანი ქაღალდები - ნორვეგიის ეროვნული ბანკის ნებართვით; ნარკოტიკები - მხოლოდ სამედიცინო ან სამეცნიერო მიზნით, აფთიაქარების, ფარმაცევტების ან სპეციალური ნებართვის მქონე პირების მისამართით; ფარმაცევტული პროდუქტები - შესაბამისი დაწესებულებების მისამართით, ხოლო კერძო პირთათვის  ნორვეგიის მეფის სპეციალური ნებართვით; კვების პროდუქტები - სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნებართვით; ფუტკარი, ცვილი, ფიჭა - სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნებართვით; დედა-ფუტკარი, აბრეშუმის ჭია, პარაზიტები და  მავნე მწერთა გამანადგურებლები - ოფიციალურად აღიარებულ ინსტიტუტებს შორის გაცვლის წესით; ტყავი და ბეწვეული - სპეციალური ნებართვით; ცხოველთა სადგომების და საჯინიბოების მოწყობილობები, ყუთები ან სხვა ტარა, რომლებიც გამოყენებული იყო ცხოველთა მოვლისათვის ან მათი ტრანსპორტირებისათვის - დეზინფექციის შემდეგ, ვეტერინარული სერტიფიკატით; იარაღი, საბრძოლო მასალები - არტილერიის გენერალური დირექტორის ნებართვით; სპირტი,  ალკოჰოლური სასმელები - სპეციალური ნებართვით, სავაჭრო სახლებისათვის განკუთვნილი ალკოჰოლური სასმელები - სპეციალური ნებართვით, სავაჭრო სახლებისათვის განკუთვნილი ალკოჰოლური სასმელების გარდა; კოსმეტიკური სითხეები - სპეციალური შეთანხმების საფუძველზე; 100-ზე მეტი რაოდენობის ალმანახებისა და კალენდრების გაგზავნა - კომპეტენტური ორგანოების ნებართვით; ყავა, ბუმბული, ბურდღა - ვაჭრობის სამინისტროს ნებართვით; რადიოსატელეფონო მოწყობილობები - ტელეგრაფის გენერალური დირექტორის ნებართვით; ფირები და ცელულოიდი - შესაბამისი შეფუთვით.