ნეპალი

შესატანად აკრძალული საგნები:
ვალუტა, საბანკო ბილეთები, მონეტები ან რაიმე ფასიანი ქაღალდები წარმომდგენზე; რადიოაქტიური ნივთიერებები; სინთეზური ბოჭკოები; ფოტოგრაფიული ხელსაწყოები; საათები და მათი სათადარიგო ნაწილები; მიხაკი, დარიჩინი; კარდამონი; ფოტო ქაღალდი; ბურთულა საკისრები.


შესატანად პირობითად დაშვებული საგნები არ არის.


შენიშვნა:

ნეპალის სამეფოს საფოსტო ადმინისტრაცია კრძალავს:
1. შეკვეთილ გზავნილების "წარმომდგენზე" მიღებას მონეტების, საბანკო ბილეთების, საკრედიტო ბილეთების ან რაიმე ფასეულობების შიგთავსით, აგრეთვე სამგზავრო ჩეკების, პლატინას, ოქროს ან ვერცხლის ნაკეთობების ან ამ ლითონების დაუმუშავებელი სახით, ძვირფასი ქვების, საიუველირო ნაკეთობების და სხვა ძვირფასი საგნების შიგთავსით;
2. შეკვეთილ გზავნილებს და ფასიან წერილებს მონეტებით ან ფულის ბანკნოტებით, ამის შესახებ სპეციალური შეთანხმების გარდა;
3. უბრალო და შეკვეთილ წერილებს, რომელთა შიგთავსი ექვემდებარება საბაჟო დაბეგვრას.