არგენტინა

შესატანად აკრძალული საგნები:
ასანთი; ქერელი; კანიფოლი; ცვილი; ცოცხალი ცხოველები, ფუტკრის, წურბელების, აბრეშუმის ჭიის გარდა, აგეთვე პარაზიტები და მავნე მწერების გამადგურებელები, რომლებიც განკუთვნილნი არიან ამ მწერების კონტროლისათვის და ოფიციალურ ორგანიზაციებს შორის გაცვლისათვის (ფუტკარს უნდა ახლდეს გზავნილების მიმღებ ქვეყანაში აკრედიტებული არგენტინის კონსულის მიერ ვიზადასმული სანიტარული სერტიფიკატი); შინშილა და ვიკუნია; სიმინდი ან მისი ნაწილები ტაროებად; ყვავილები; პიკრინის მჟავა; ნატრიუმის მჟავა; მარილის მჟავა; კარბოლმჟავა, რძის, ფტორის, ძმრის, ხის, ჭიანჭველას მჟავები; ალდეგიდი, ამიაკი ხსნარში; მინერალური სასუქი; გუდრონი; მინერალური ან მცენარეული ფისი; გამომწვარი შაქარი; ბენზოლი; ლაქი; ბარიუმის ორჟანგი; კალციუმის ნახშირბადული ნაერთი; ნატურალური კაუჩუკი; ქლორიდული ნატრიუმი ან კალიუმი;  გუდრონის ბაგირი; ნავთობზე ან ტერპენტინის ზეთზე დამზადებული თხევადი საღებავები; არაყი; ტერპენტინის ზეთი; შალის ბამბა, მინერალური ზეთები; ნახშირბადის მჟავე მარილი; მცენარეთა ულვაში; ცხიმები; გლუკოზა; გლიცერინი; თამბაქო ფუთებში, შეკვრაში; გოგირდზე დამზადებული მელანი; რეზინით გაჟღენთილი მუშამბა; ტალკი პაკეტებში; ხსნარები ან ალკოჰოლური ნაყინი; მაგნეზიის სანთლები; სამედიცინო პრეპარატი - "ფრიდმანის ვაქცინა"; მცენარეები და ბანანის ხეების, გუავის, სორგოს ყლორტები; იარაღი, სამხედრო აღჭურვილობა; ქიმიური პროდუქტები, რომლებიც გამოიყენება ასაფეთქებელი ნივთიერებების წარმოებისას; ბენგალის ცეცხლი ფეიერვერკებისათვის; ქერელის გვარლი; კანაფი; ნავთობი და ნავთობპროდუქტები; პარაფინი; საავტორო უფლებების დამრღვევი სამეცნიერო, ლიტერატურული და  მხატვრული ნაწარმოებები; სპირტი; ფისით გაჟღენთილი კორპის ნაფხვენი; ასფალტი; გოგირდი; ქაფური; ჯვალო; კირი; ხის ნახშირი ფხვნილის სახით; ქვის ნახშირი ან კოქსი; ეთერის ყველა სახეობა; გაზი და გაზოლინი; გუანო, ჯუთი; ჭიანჭველების გასანადგურებელი ფხვნილი; ნავთი; დაფხვნილი ლუქი; გვარჯილა; საბანკო ბილეთები; ძვირფასეულობა; ლატარიის ბილეთები; პალმის ბოჭკო; რადიოაქტიური ნივთიერებები.


შესატანად, პირობითად დაშვებული საგნები:

ნახმარი თეთრეული და ტანსაცმელი - სანიტარული სადგურების მიერ ჩატარებული დეზინფექციის შესახებ ცნობის საფუძველზე; ფული, ფასეულობები, ძვირფასი საგნები, მონეტები - მხოლოდ ფასგამოცხადებული გზავნილებებით; ოპიუმი, მორფი კოკაინი და სხვა ნარკოტიკები - მხოლოდ ფასგამოცხადებული გზავნილებით - საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ნებართვით; თესლი, მხოლოდ ნიმუშების სახით, ყოველი სახეობა წონით არაუმეტეს 200 გრ.-ისა; ვოლტმეტრები - სოფლის მეურნეობის სამინისტროს წონისა და ზომის განყოფილების ნებართვით; თუჯი, ინსექტიციდები, რკინა, ქაღალდი და ფოტომგრძნობიარე ფირფიტები, რადიოგრაფიული ფირი, პენიცილინი, ბატარეები და ქლიბები მრეწველობის სამინისტროსთან არსებული ექსპორტისა და იმპორტის დირექციის ნებართვით; ცხოველური წარმოშობის პროდუქტები და სუბპროდუქტები - დანიშნულების ქვეყნის სავეტერინარო სამსახურის მიერ გაცემული ნებართვით.