მექსიკა

შესატანად აკრძალული საგნები:
უხამსი და ამორალური ნივთები; გუტაპერჩის საწოვარები; მალფუჭებადი საკონდიტრო ნაწარმი, მცენარეები და ხილი;  ცხოველები; ჩალა და თივა; ახალი ხორცი; რძე და ნაღები; ძვლები; მატყლი; ტყავი; ცხენის ძუა; შალი; რქები; ჩლიქები; ბიოლოგიური პროდუქტები; ვეტერინარული დანიშნულების მიკრობები და ვირუსები; თივაში შეუფუთავი მოკლული ცხოველები; მწერები; ქვეწარმავლები; ასანთი; საზღვარგარეთული  ლატარიების სიები, ბილეთები, ცირკულარები და სხვა; ყველა ქვეყნის ფულადი ნიშნები და ვერცხლის მონეტები; ნარკოტიკები; იარაღი და საბრძოლო მასალები; საავტორო უფლებები; რადიოაქტიური ნივთიერებები.


შესატანად პირობითად დაშვებული საგნები:

სამედიცინო და კოსმეტიკური ნაწარმი - მექსიკის ჯანდაცვის დეპარტამენტის ნებართვით; თუნუქის ყუთებში მოთავსებული ხორცის პროდუქტები 5 კგ-ზე მეტი წონით - მექსიკის სანიტარული ინსპექციის ნებართვით; ნაღები, კარაქი, ყველი, შედედებული და მშრალი რძე, თუ დამზადებულია პასტერიზებული  ან სტერილიზებული რძისაგან - ჰერმეტულად დახურული ლითონის ტარით; ცხოველური წარმოშობის პროდუქტები (სტერილიზებული); სოკოვანების, მიკრობების და მწერების გამანადგურებლები - ორმაგ ტარაში შეფუთვით (ხის, ლითონის ყუთები), დაბეჭდილ მდგომარეობაში, წარწერით "მომწამვლელი შენაერთები" და მწარმოებელი დაწესებულების აღნიშვნით; სითხეები - თუ შიგნითა ტარა დამზადებულია შემწოვი მასალისაგან, მაშინ ორმაგი შეფუთვით; აბრეშუმის ჭია, წურბელა, ფუტკარი, პარაზიტები და მავნე მწერების გამანადგურებლები ოფიციალურ ორგანიზაციებს შორის გაცვლის წესით; ბამბის თესლი - შებოლვის შემდეგ ან წარმომავლობის ქვეყნის სანიტარული სამსახურების მოწმობით; ყავა, ბრინჯის თესლი და გაუფცქვნელი ბრინჯის მარცვლები, ციტრუსოვანი მცენარეები და მათი ნაწილები, კარტოფილი, ხილი და ნაყოფის მომცემი მცენარეები - სამეცნიერო დანიშნულებით, მექსიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ნებართვით; თესლი, ბალახეულობა, ბანანი, ციტრუსოვნები, შაქრის ლერწამი, სიმინდი და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები, ცოცხალი მცენარეები - მექსიკის სანიტარული ინსპექციის ხელშეწყობით; ფილმები, ცელულოიდი - საგანგებოდ შეფუთული; შოკოლადი და  შოკოლადის ნაწარმი, ძვირფასი ლითონები და  მათი ნაკეთობები - გაიცემა ადრესატის მიერ საბაჟო მოსაკრებელის გადახდის შემდეგ; იარაღი - სამხედრო და საზღვაო უწყების სპეციალური ნებართვით; ლატარიისა და სხვა თამაშობების ბილეთები, რეკლამა და სხვა მასალები - მექსიკის კომპეტენტური ორგანოების ნებართვით.