მალტა

შესატანად აკრძალული საგნები:
მაჩვის ბეწვისაგან იაპონიაში დამზადებული საპარსი ფუნჯები; ორსულობის საწინააღმდეგო საშუალებები; ლატარიის მოწყობილობები; საბანკო ბილეთები; ძვირფასი ლითონები და ნაკეთობები; ხეხილოვანი ხეები; ვარდები (დიდი ბრიტანეთის, ჩრდილოეთ ირლანდიის, პოლანდიის და იტალიის ჯიშების გარდა); მავნე მწერები; საბრძოლო მასალები; ასანთი; პორნოგრაფია; ცელულოიდი; რადიოაქტიური ნივთიერებები.


შესატანად პირობით დაშვებული საგნები:
ნარკოტიკული ნივთიერებები სამედიცინო ან სამეცნიერო დანიშნულებით - თუ ადრესატს გააჩნია სამედიცინო დაწესებულების ნებართვა; პარაზიტები - ნიმუშების სახით, ოფიციალურად აღიარებულ ინსტიტუტებს შორის გაცვლის წესით; დაავადებული რაიონებიდან შემოსული ტანსაცმელი, ტომრები, ხალიჩები, ნაქარგები, ხილი, ბოსტნეული და სხვა პროდუქტები - ექვემდებარება ადგილობრივი სანიტარული წესებით დამუშავებას; დიდი ბრიტანეთიდან, ჩრდილოეთ ირლანდიიდან, ირლანდიიდან, ჰოლანდიიდან, სიცილიიდან და კვიპროსიდან შემომავალი კარტოფილი - ლიცენზიით; ფუტკარი, აბრეშუმის ჭია - სპეციალური შეფუთვით; ციტრუსოვანი მცენარეები - ოფიციალური ინსპექტორის კონტროლის შემდეგ; თესლი - სერტიფიკატით, რომელიც ამოწმებს, რომ თესლი არის 12 თვის ასაკის; იარაღი - პოლიციის ხელმძღვანელობის ნებართვით; ცელულოიდი - უსაფრთხოების დაცვის შესაბამისი შეფუთვით.


შენიშვნა:

1. მალტის საფოსტო ადმინისტარაცია არ ღებულობს მატერიალურ პასუხისმგებლობას ფასგამოუცხადებელ ამანათებზე (შიგთავსის მიუხედავად). ასეთ შემთხვევაში, ამანათი მიიღება და გამგზავნს განემარტება, რომ დაკარგვის შემთხვევაში მატერიალური ზარალი არ აუნაზღაურდება. უარის შემთხვევაში გამგზავნს ეძლევა რეკომენდაცია ამანათის შიგთავსი გადაგზავნოს მცირე პაკეტების სახით;
2. მსხვრევადი ნივთები იგზავნება გამგზავნის პასუხისმგებლობით.