ლუქსემბურგი

შესატანად აკრძალული საგნები:
ტიპოგრაფიული საქონელი, ბეჭდვითი გამოცემები, რომლებიც  ეწინააღმდეგებიან საზოგადოებრივ წესრიგს; ანონიმური ბეჭდვითი გამოცემები - პამფლეტები, გამომცემლის გვარის მითითების გარეშე; სპირტი, ღვინო, ხილის წვენებისაგან დამზადებული სასმელები; ტყვიის თეთრა ფერწერისათვის; ცხოველთა ხორცი (მათ შორის ღორის ხორცი); მცენარეები; საქარინი და მსგავსი პროდუქტები; ცეცხლსასროლი და ცივი იარაღი; ლატარიის ბილეთები და სატირაჟო ბეჭდვითი გამოცემები; ყალბი მარკები და საბანკო ბილეთები; თევზისა და რძის პროდუქტები; თესლი; რადიოაქტიური ნივთიერებები; იარაღი; კილიტებიანი ან დამსხვრეული მინით გაწყობილი საფოსტო ბარათები.


პირობითად დაშვებული საგნები:
ნარკოტიკული ნივთიერებები - მხოლოდ სამეცნიერო გამოკვლევებისათვის; ახალი ნაყოფი - ლუქსემბურგის სანიტარული კარანტინის სამსახურის მოწმობით; მეთილის სპირტი 5%-ზე ნაკლები კონცენტრაციით; ფუტკარი - ჯანმრთელობისა და წარმომავლობის სერტიფიკატით;  ცხოველების სპერმა - სოფლის მეურნეობის სამინნისტროს ვეტერინარული სერტიფიკატით; აზოტოვანი პროდუქტები - გადაიგზავნება შესაბამისი შეფუთვით, წარწერით: "აზოტოვანი პროდუქტები".