მომხმარებლის სახელმძღვანელო

კარი III . წერილობითი კორესპონდენცია / თავი 4. მარტივი წერილობითი კორესპონდენციის მიღება/გაგზავნა და ჩაბარება
მუხლი 8. მარტივი წერილობითი კორესპონდენციის მიღება/გაგზავნა

8.1. „საქართველოს ფოსტა“ ადრესატისათვის ჩაბარების მიზნით ახორციელებს შემდეგი მარტივი წერილობითი კორესპონდენციის მიღებას:

8.1.1. სხვა სახელმწიფოს საფოსტო ადმინისტრაციებიდან მიიღება შემდეგი საერთაშორისო მარტივი წერლობითი კორესპონდენცია:

     საფოსტო ბარათი;

     წერილი;

     მცირე პაკეტი;

     M ტომარა.

 

8.1.2. „საქართველოს ფოსტის“ მიერ სხვა სახელმწიფოში გასაგზავნად მიიღება შემდეგი საერთაშორისო მარტივი წერილობითი კორესპონდენცია:

     საფოსტო ბარათი;

     წერილი;

     მცირე პაკეტი;

 

8.1.3. „საქართველოს ფოსტის“ მიერ ქვეყნის შიგნით გასაგზავნად მიიღება შემდეგი ადგილობრივი მარტივი წერილობითი კორესპონდენცია:

     საფოსტო ბარათი;

     წერილი;

     მცირე პაკეტი;

 

8.2.       საერთაშორისო შემომავალი მარტივი წერილობითი კორესპონდენციის მიღება „საქართველოს ფოსტის“ მიერ ხორციელდება საერთაშორისო საფოსტო გზავნილების გაცვლის ცენტრში, რის შემდეგაც ხორციელდება მათი დამუშავება და ადრესატისთვის ჩაბარება, ამ დოკუმენტით განსაზღვრულ  ვადებში შესაბამისი წესით.

8.3.       საერთაშორისო  გამავალი,  აგრეთვე,  ადგილობრივი მარტივი  წერილობითი კორესპონდენციის „საქართველოს ფოსტის“ მიერ მიღება, შესაბამისად, გამგზავნის მიერ მისი გაგზავნა ხორციელდება სერვისცენტრის, კურიერის, ხოლო საფოსტო ბარათისა და  წერილის შემთხვევაში- ასევე საფოსტო ყუთის მეშვეობით.

8.4.       მარტივი წერილობითი კორესპონდენციის გასაგზავნად გამოიყენება გაგზავნის ღირებულების შესაბამისი მარკა(მარკები). საერთაშორისო მცირე პაკეტის გაგზავნის შემთხვევაში, საფოსტო მარკის ნაცვლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ფრანკირების მანქანის ანაბეჭდი.

8.5.       მარტივი წერილობითი კორესპონდენცია გამგზავნის მიერ შეფუთული  უნდა იყოს იმის გათვალისწინებით, რომ არ მოხდეს მისი შიგთავსის დაზიანება ტრანსპორტირების დროს. თუ გზავნილის შიგთავსი მსხვრევადი ნივთია, მისი შეფუთვა ასევე უნდა შეიცავდეს სათანადო აღნიშვნას ასეთის შესახებ.

 

8.6. საერთაშორისო გამავალი მარტივი წერილობითი კორესპონდენციის გაგზავნისას, გამგზავნმა უნდა გაითვალისწინოს ის აკრძალვები და შეზღუდვები გზავნილის შიგთავსის მიმართ, რომელიც არსებობს როგორც საქართველოდან ექსპორტის, ასევე, მიმღებ ქვეყანაში იმპორტისას.