მომხმარებლის სახელმძღვანელო

კარი VI. AVIA გზავნილი / თავი 14. AVIA გზავნილის დამატებითი სერვისები
მუხლი 52. ქვეყნის ტერიტორიის დატოვებამდე AVIA გზავნილის გაგზავნაზე უარის თქმა

52.1. დამატებითი სერვისის - „ქვეყნის ტერიტორიის დატოვებამდე AVIA გზავნილის გაგზავნაზე უარის თქმის“ არჩევის უფლება აქვს გამგზავნს, საერთაშორისო გამავალი AVIA გზავნილის გაგზავნის შემთხვევაში.

52.2. „ქვეყნის ტერიტორიის დატოვებამდე AVIA გზავნილის გაგზავნაზე უარის თქმა“ გულისხმობს გამგზავნის შესაძლებლობას  დადგენილი ტარიფის გადახდის საფუძველზე, უარი თქვას „საქართველოს ფოსტისთვის“ გადმოცემული AVIA გზავნილის შემდგომ გაგზავნაზე, მისი „საქართველოს ფოსტისთვის“ გადაცემის დღის 17.00 საათამდე.

 
მუხლი 52. ქვეყნის ტერიტორიის დატოვებამდე AVIA გზავნილის გაგზავნაზე უარის თქმა