მომხმარებლის სახელმძღვანელო

კარი VIII.ზიანის ოდენობის ზღვრული ოდენობა / თავი 17. „საქართველოს ფოსტის“ მიერ ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობა
მუხლი 62. ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობა - მარტივი ელექტრონული კომერციის გზავნილის შემთხვევაში

62.1. მარტივი ელექტრონული კომერციის გზავნილის დაკარგვის, მისი შიგთავსის მთლიანი ან  ნაწილობრივი ქურდობის შემთხვევაში „საქართველოს ფოსტა“ ანაზღაურებს ზიანს შემდეგი ოდენობით:

62.1.1.  მარტივი ელექტრონული კომერციის გზავნილის დაკარგვის, მისი შიგთავსის მთლიანი ქურდობის შემთხვევაში:

     5 ლარი - 100გრ-მდე და ყოველ მომდევნო სრულ 100გრ-ზე, მაგრამ არა უმეტეს 50 ლარისა.

 

62.1.2.  მარტივი ელექტრონული კომერციის გზავნილის შიგთავსის ნაწილობრივ ქურდობის შემთხვევაში - გაქურდული ფასეულობის ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს პუნქტი 62.1.1.-ში აღნიშნული მაქსიმალური ზღვრისა.