მომხმარებლის სახელმძღვანელო

კარი X. საერთო დებულებები / თავი 24. დასკვნითი დებულებები
მუხლი 75. ინტერპრეტაცია და ცვლილებებისა და დამატებების შეტანა

75.1. თუ ამ დოკუმენტის რომელიმე დებულება ბათილია, მიუხედავად ბათილობის საფუძვლისა, ეს არ გამოიწვევს მთელი დოკუმენტის ბათილობას. ამ შემთხვევაში დოკუმენტის დარჩენილი დებულებები მოქმედებს ბათილი დებულების გარეშე.

75.2. ყველა იმ საკითხის რეგულირების  მიზნით, რომლებიც არ არის მოწესრიგებული წინამდებარე დოკუმენტით, მხარეები სარგებლობენ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით,  აგრეთვე შემდეგი საერთაშორისო რეგულაციებით: მსოფლიო საფოსტო კავშირის წესდება; მსოფლიო საფოსტო კავშირის საერთო რეგლამენტი; მსოფლიო საფოსტო კონვენცია; წერილობითი კორესპონდენციის რეგლამენტი; საფოსტო ამანათების შეთანხმება; შეთანხმება საფოსტო ფულად გზავნილებზე; EMS -ის ოპერირების სახელმძღვანელო;  EMS კოოპერატივის სტანდარტები.

75.3.     ამ დოკუმენტში შეტანილი ყველა ცვლილება და დამატება ძალაში შედის მისი „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორის ხელმოწერისა და კომპანიის ვებ-გვერდზე განთავსების დღიდან, თუ ცვლილებისა და დამატებების დოკუმენტი თავად არ შეიცავს მითითებას მისი ძალაში უფრო გვიანი თარიღით შესვლის შესახებ.

75.4.     ამ დოკუმენტის კარებს, თავებსა და მუხლებს სათაურები წამძღვარებული აქვთ დოკუმენტის ტექსტით სარგებლობის  გასაადვილებლად და ისინი მხედველობაში არ მიიღებიან როგორც ამ დოკუმენტის რაიმე დებულების განმსაზღვრელნი, შემცვლელნი ან განმმარტავნი.

 


მუხლი 75. ინტერპრეტაცია და ცვლილებებისა და დამატებების შეტანა