მომხმარებლის სახელმძღვანელო

კარი IX. გადაწყვეტილების მიღება ზიანის ანაზღაურების თაობაზე / თავი 19. რეკლამაციების განხილვა
მუხლი 64. რეკლამაციის წარდგენა და განხილვა

64.1. მომხმარებელს უფლება აქვს წარუდგინოს „საქართველოს ფოსტას“ რეკლამაცია:

     მის მიერ გაგზავნილი საფოსტო გზავნილის მოძიების თაობაზე;

     საფოსტო  გზავნილის დაკარგვის, მისი შიგთავსის მთლიანი ან ნაწილობრივი დაზიანების ან/და ქურდობის გამო ზიანის ანაზღაურების შესახებ;

     მომსახურების სტანდარტული პირობებისათვის შეუსაბამობის გამო;


64.2. რეკლამაციის წარდგენის ვადაა 6 (ექვსი) თვე საფოსტო გზავნილის „საქართველოს ფოსტის“ მიერ მიღებიდან. „საქართველოს ფოსტას“ უფლება აქვს აღნიშნული ვადის შემდეგ მიღებული რეკლამაცია დატოვოს განუხილველი და აცნობოს ამის შესახებ რეკლამაციის ავტორს.

 

64.3. რეკლამაციის წარდგენა ხდება წერილობითი ფორმით სერვისცენტრში, ან ეგზავნება „საქართველოს ფოსტას“:

ა) მატერიალური სახით მისამართზე: საქართველო,  თბილისი 0100, სადგურის მოედანი #2, ან ბ) ელექტრონული სახით, მისამართზე: info@gpost.ge.


64.4.     წარდგენილი რეკლამაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტებს:

64.4.1.  ხელმოწერილი განცხადება რეკლამაციის შესახებ, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) რეკლამაციის ავტორი ფიზიკური პირის სახელი და გვარი, ან იურიდიული პირის დასახელება; მისი მისამართი და ტელეფონის ნომერი;

ბ) გამგზავნისა და ადრესატის ვინაობა და მისამართები;

გ) მონაცემები იმ საფოსტო გზავნილისა, რომელიც წარმოადგენს რეკლამაციის საფუძველს (საფოსტო გზავნილის სახეობა; მაიდენტიფიცირებელი ნომერი; იმ საფოსტო სერვისცენტრის ნომერი, საიდანაც მოხდა საფოსტო გზავნილის გაგზავნა; გაგზავნის თარიღი; დაზღვეული საფოსტო გზავნილის შემთხვევაში ფასგამოცხადების თანხა).

დ) რეკლამაციის შინაარსი.

ე) პასუხის მიღების სასურველი ფორმა (ზეპირად, წერილობით - ფოსტით, თუ ელექტრონული ფოსტით).


64.4.2.  განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი  დოკუმენტის ასლი, აგრეთვე სათანადო წესით შედგენილი/დამოწმებული რწმუნებულების ასლი, თუ განმცხადებელი გამგზავნის/ადრესატის რწმუნებული პირია;

64.4.3.  საფოსტო გზავნილის გაგზავნის ღირებულების დამადასტურებელი ქვითარი, თუ რეკლამაციის წარმდგენი პირი გამგზავნია.

64.4.4.  საფოსტო გზავნილის დაზიანებით ან დანაკლისით მიღების შემთხვევაში სათა- ნადო წესით შედგენილი დოკუმენტი, ხელმოწერილი საფოსტო გზავნილის მიმღებისა და „საქართველოს ფოსტის“ უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ.

64.5.     ამ მუხლის 64.4. პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის  სრულად წარმოუდგენლობის შემთხვევაში „საქართველოს ფოსტა“ იტოვებს უფლებას არ განიხილოს რეკლამაცია და აცნობოს ამის შესახებ რეკლამაციის ავტორს.

64.6.     „საქართველოს ფოსტა“ არ განიხილავს რეკლამაციას, რომელიც შეეხება მარტივ წერილობით კორესპონდენციას (გარდა მარტივი ელექტრონული კომერციის გზავნილებისა) და აცნობებს ამის შესახებ რეკლამაციის ავტორს.

64.7.     თითოეულ საფოსტო გზავნილზე რეკლამაციის წარმოდგენა ხდება ცალ-ცალკე.

64.8.     რეკლამაციების განხილვა „საქართველოს ფოსტის“ მიერ ხორციელდება უფასოდ.

64.9.     „საქართველოს ფოსტას“ უფლება აქვს  ზიანის  ოდენობის დადგენის მიზნით, ნებისმიერ დროს მოითხოვოს საფოსტო გზავნილში მოთავსებული ნივთის/ნივთების ფასის ექსპერტული შეფასება, ან  ასეთი ნივთების ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტები.

მუხლი 64. რეკლამაციის წარდგენა და განხილვა