მომხმარებლის სახელმძღვანელო

კარი VIII.ზიანის ოდენობის ზღვრული ოდენობა / თავი 17. „საქართველოს ფოსტის“ მიერ ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობა
მუხლი 61. ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობა - სახმელეთო ამანათის შემთხვევაში

61.1. სახმელეთო ამანათის  დაკარგვის, მისი შიგთავსის მთლიანი ან ნაწილობრივი დაზიანების ან ქურდობის შემთხვევაში, „საქართველოს ფოსტა“ ანაზღაურებს ზიანს შემდეგი ოდენობით:

61.1.1.  სახმელეთო ამანათის დაკარგვით, მისი შიგთავსის მთლიანი  დაზიანების ან ქურდობის შემთხვევაში:

  20 ლარს + 5 ლარი ყოველ კილოგრამზე, მაგრამ საერთო ჯამში არა უმეტეს 170 ლარისა;

 

61.1.2.  სახმელეთო ამანათის  შიგთავსის ნაწილობრივ დაზიანების ან/და ქურდობის შემთხვევაში - დაზიანებული ან გაქურდული ფასეულობის ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს პუნქტ 61.1.1.-ში აღნიშნული მაქსიმალური ზღვრისა.