მომხმარებლის სახელმძღვანელო

კარი VIII.ზიანის ოდენობის ზღვრული ოდენობა / თავი 17. „საქართველოს ფოსტის“ მიერ ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობა
მუხლი 60. ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობა - საერთაშორისო AVIA გზავნილის შემთხვევაში

60.1. საერთაშორისო AVIA გზავნილის ადრესატისთვის ჩაბარების ვადის (10 (ათ) სამუშაო დღეზე მეტი) დარღვევის, აგრეთვე ასეთი გზავნილის დაკარგვის, მისი შიგთავსის მთლიანი ან ნაწილობრივი დაზიანების ან ქურდობის შემთხვევაში „საქართველოს ფოსტა“ ანაზღაურებს ზიანს შემდეგი ოდენობით:

60.1.1.  AVIA გზავნილის ადრესატისთვის  ჩაბარების ვადის (10 (ათ) სამუშაო დღეზე მეტი) დარღვევის შემთხვევაში -  სხვაობას  გადახდილი AVIA გზავნილის გაგზავნის ტარიფსა და იმავე წონის რეგისტრირებული საფოსტო გზავნილის (წერილობითი კორესპონდენცია ან ამანათი) საჰაერო გზით  გაგზავნის ღირებულებას შორის;

60.1.2.  AVIA გზავნილის დაკარგვით, მისი შიგთავსის მთლიანი დაზიანების ან ქურდობის შემთხვევაში:

ა) დოკუმენტებისთვის  -  50 აშშ დოლარის შესაბამისი ლარი.

ბ) საქონელისთვის - 100 აშშ დოლარის შესაბამისი ლარი.

 

60.1.3.  AVIA  გზავნილის დაზღვევის შემთხვევაში - სადაზღვევო პირობების შესაბამისად, მაგრამ არა უმეტეს რეალური ზიანისა.

60.1.4.  AVIA გზავნილის შიგთავსის ნაწილობრივ დაზიანების ან/და ქურდობის შემთხვევაში - დაზიანებული ან გაქურდული ფასეულობის ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს იმ მაქსიმალური ზღვრისა, რომელიც დაწესებულია ამ სახეობის საფოსტო გზავნილის ანაზღაურებისათვის.

60.1.5.  დაზღვეული AVIA  გზავნილის შიგთავსის ნაწილობრივ დაზიანების ან ქურდობის შემთხვევაში - დაზიანებული ან გაქურდული ფასეულობის ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს დაზღვევის თანხისა.

60.1.6.  ამ მუხლის 60.1.2. და 60.1.3. ქვეპუნქტებში განსაზღვრული ანაზღაურების გარდა, AVIA გზავნილის დაკარგვის შემთხვევაში გამგზავნს უფლება აქვს უკან მიიღოს ყველა გადახდილი გადასახადი, დაზღვევის ღირებულების გამოკლებით.

60.1.7.  თუ გამგზავნი, ზიანის ანაზღაურების მიზნით მოითხოვს  ამ მუხლით განსაზღვრულზე ნაკლებ ანაზღაურებას, „საქართველოს ფოსტა“  უფლებამოსილია აანაზღაუროს ნაკლები თანხა.