მომხმარებლის სახელმძღვანელო

კარი VIII.ზიანის ოდენობის ზღვრული ოდენობა / თავი 17. „საქართველოს ფოსტის“ მიერ ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობა
მუხლი 59. ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობა - საერთაშორისო EMS გზავნილის შემთხვევაში

59.1. საერთაშორისო EMS გზავნილის ადრესატისთვის ჩაბარების ვადის (10 (ათ) სამუშაო დღეზე მეტი) დარღვევის, აგრეთვე ასეთი გზავნილის დაკარგვის, მისი შიგთავსის მთლიანი ან ნაწილობრივი დაზიანების ან ქურდობის შემთხვევაში „საქართველოს ფოსტა“ ანაზღაურებს ზიანს შემდეგი ოდენობით:

59.1.1.  EMS გზავნილის ადრესატისთვის  ჩაბარების ვადის (10 (ათ) სამუშაო დღეზე მეტი) დარღვევის შემთხვევაში -  სხვაობას  გადახდილი EMS გზავნილის გაგზავნის ტარიფსა და იმავე წონის რეგისტრირებული საფოსტო გზავნილის (წერილობითი კორესპონდენცია ან ამანათი) საჰაერო გზით  გაგზავნის ღირებულებას შორის;

59.1.2.  EMS გზავნილის დაკარგვით, მისი შიგთავსის მთლიანი დაზიანების ან ქურდობის შემთხვევაში:

ა) დოკუმენტებისთვის  -  30 SDR;

ბ) საქონლისთვის - 130 SDR.

 

59.1.3.  EMS გზავნილის დაზღვევის შემთხვევაში - სადაზღვევო პირობების შესაბამისად, მაგრამ არა უმეტეს რეალური ზიანისა.

59.1.4.  EMS გზავნილის შიგთავსის ნაწილობრივ დაზიანების ან/და ქურდობის შემთხვევაში - დაზიანებული ან გაქურდული ფასეულობის ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს იმ მაქსიმალური ზღვრისა, რომელიც დაწესებულია ამ სახეობის საფოსტო გზავნილის ანაზღაურებისათვის.

59.1.5.  დაზღვეული EMS გზავნილის შიგთავსის ნაწილობრივ დაზიანების ან ქურდობის შემთხვევაში - დაზიანებული ან გაქურდული ფასეულობის ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დაზღვევის თანხისა.

59.1.6.  ამ მუხლის 59.1.2. და 59.1.3. ქვეპუნქტებში განსაზღვრული ანაზღაურების გარდა, EMS გზავნილის დაკარგვის შემთხვევაში, გამგზავნს უფლება აქვს უკან მიიღოს ყველა გადახდილი გადასახადი, დაზღვევის ღირებულების გამოკლებით.

59.1.7.  თუ გამგზავნი, ზიანის ანაზღაურების მიზნით მოითხოვს  ამ მუხლით განსაზღვრულზე ნაკლებ ანაზღაურებას, „საქართველოს ფოსტა“  უფლებამოსილია აანაზღაუროს ნაკლები თანხა.

 

59.2. “საქართველოს ფოსტა“ ანაზღაურებს ზიანს EMS გზავნილის უკან, გამგზავნისთვის დაბრუნების შემთხვევაში, თუ:

59.2.1.  თუ EMS გზავნილის დაბრუნების მიზეზი გაურკვეველია;

59.2.2.  EMS გზავნილის დაბრუნების მიზეზია ფოსტის შეცდომა;

59.2.3.  დაბრუნებული EMS გზავნილის უკან მიღებაზე უარს აცხადებს გამგზავნი მისი დაზიანების გამო.

59.2.4.  ამ პუნქტის 59.2.1.-59.2.3. ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში „საქართველოს ფოსტა“ ანაზღაურებს ასეთი EMS გზავნილის ხელახლა გადაგზავნის ღირებულებას. გამგზავნს ასევე უფლება აქვს მოითხოვოს საფოსტო გზავნილის დაბრუნებასთან დაკავშირებული ყველა ტარიფის ან ოფიციალური გადასახადის გადახდა. მას ასევე უფლება აქვს უარი თქვას საფოსტო გზავნილის ხელახლა გადაგზავნაზე და მოითხოვოს მისი გაგზავნის ღირებულების უკან დაბრუნება, ხოლო 59.2.3. პუნქტით განსაზღვრულ  შემთხვევაში, ასევე, მოითხოვოს დაზიანებული შიგთავსის ღირებულების ანაზღაურება 59.1.2. და 59.1.3 პუნქტებით დადგენილი ოდენობით.