მომხმარებლის სახელმძღვანელო

კარი VIII.ზიანის ოდენობის ზღვრული ოდენობა / თავი 17. „საქართველოს ფოსტის“ მიერ ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობა
მუხლი 58. ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობა - რეგისტრირებული (მათ შორის დაზღვეული) საფოსტო გზავნილის შემთხვევაში

58.1. ადგილობრივი რეგისტრირებული (მათ შორის დაზღვეული) საფოსტო გზავნილის დაკარგვის, შიგთავსის ქურდობის ან დაზიანების შემთხვევაში „საქართველოს ფოსტა“  ანაზღაურებს ზიანს შემდეგი ოდენობით:

58.1.1.  „ჩაბარების დასტურის“ დაკარგვის შემთხვევაში - ამ მომსახურების ღირებულების ოდენობით. მომხმარებელს უფლება აქვს, ასეთ ანაზღაურებაზე უარის თქმის სანაცვლოდ „საქართველოს ფოსტისგან“ მოითხოვოს საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ ინფორმაციის უფასოდ გაცემა.

58.1.2.  რეგისტრირებული წერილობითი კორესპონდენციის ან/და ამანათის დაკარგვის, მისი შიგთავსის მთლიანად განადგურების ან ქურდობის შემთხვევაში:

ა) წერილობითი კორესპონდენციისათვის - ასეთი წერილობითი კორესპონდენციის გაგზავნის ღირებულებას + ამ ღირებულების 10%.

ბ) ამანათისათვის - ასეთი ამანათის გაგზავნის ღირებულებას + თითოეულ კილოგ- რამზე 5(ხუთი) ლარი.

 

58.1.3. დაზღვეული წერილობითი კორესპონდენციის  ან/და ამანათის დაკარგვის, მისი შიგთავსის მთლიანად განადგურების ან ქურდობის შემთხვევაში - ფასგამოცხადებული თანხის ოდენობით;

58.1.4.  რეგისტრირებული გზავნილის შიგთავსის ნაწილობრივ დაზიანების ან ქურდობის შემთხვევაში - დაზიანებული ან გაქურდული ფასეულობის ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს იმ მაქსიმალური ზღვრისა, რომელიც დაწესებულია ამ სახეობის საფოსტო გზავნილის ანაზღაურებისათვის.

58.1.5.  დაზღვეული გზავნილის შიგთავსის ნაწილობრივ დაზიანების ან ქურდობის შემთხვევაში - დაზიანებული ან გაქურდული ფასეულობის ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ფასგამოცხადებული თანხისა.

 

58.2. საერთაშორისო რეგისტრირებული (მათ შორის - დაზღვეული) გზავნილის დაკარგვის, შიგთავსის ქურდობის ან  დაზიანების შემთხვევაში „საქართველოს ფოსტა“ ანაზღაურებს ზიანს შემდეგი ოდენობით:

58.2.1.  რეგისტრირებული  წერილობითი კორესპონდენციის დაკარგვის, მისი შიგთავსის მთლიანად განადგურების ან ქურდობის შემთხვევაში:

ა) წერილისა და მცირე პაკეტისათვის - 30 SDR; ბ) M ტომრისთვის - 150 SDR;

 

58.2.2.  რეგისტრირებული ამანათის დაკარგვის, მისი შიგთავსის მთლიანად განადგურების ან ქურდობის შემთხვევაში:

ა) 40 SDR + 4.5 SDR ამანათის თითოეული კილოგრამისთვის.

 

58.2.3.  დაზღვეული გზავნილის დაკარგვის, მისი შიგთავსის მთლიანად განადგურების ან ქურდობის შემთხვევაში ფასგამოცხადებული  თანხის ოდენობით.

58.2.4.  რეგისტრირებული გზავნილის შიგთავსის ნაწილობრივ დაზიანების ან/და ქურდობის შემთხვევაში - დაზიანებული ან გაქურდული ფასეულობის ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს იმ მაქსიმალური ზღვრისა, რომელიც დაწესებულია ამ სახეობის საფოსტო გზავნილის ანაზღაურებისათვის.

58.2.5.  დაზღვეული გზავნილის შიგთავსის ნაწილობრივ დაზიანების ან ქურდობის შემთხვევაში - დაზიანებული ან გაქურდული ფასეულობის ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ფასგამოცხადებული თანხისა.

58.2.6.  ამ მუხლის 58.2.1. - 58.2.3. ქვეპუნქტებში განსაზღვრული ანაზღაურების გარდა, საერთაშორისო რეგისტრირებული (მათ შორის - დაზღვეული) საფოსტო გზავნილის დაკარგვის შემთხვევაში გამგზავნს უფლება აქვს უკან მიიღოს ყველა გადახდილი გადასახადი, დაზღვევის ღირებულების გამოკლებით.

58.2.7.  თუ გამგზავნი ზიანის ანაზღაურების მიზნით მოითხოვს ამ მუხლით განსაზღვრულზე ნაკლებ ანაზღაურებას, „საქართველოს ფოსტა“  უფლებამოსილია აანაზღაუროს ნაკლები თანხა.

58.3.     “საქართველოს ფოსტა“ ანაზღაურებს ზიანს რეგისტრირებული (მათ შორის - დაზღვეული) საფოსტო გზავნილის უკან, გამგზავნისთვის დაბრუნების შემთხვევაში, თუ:

58.3.1.  თუ საფოსტო გზავნილის დაბრუნების მიზეზი გაურკვეველია;

58.3.2.  საფოსტო გზავნილის დაბრუნების მიზეზია ფოსტის შეცდომა.

58.3.3.  დაბრუნებული საფოსტო გზავნილის უკან მიღებაზე უარს აცხადებს გამგზავნი, მისი დაზიანების გამო.

58.3.4.  ამ პუნქტის 58.3.1.-58.3.3. ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში „საქართველოს ფოსტა“  ანაზღაურებს ასეთი საფოსტო გზავნილის ხელახლა გადაგზავნის ღირებულებას.  გამგზავნს ასევე უფლება აქვს მოითხოვოს საფოტო გზავნილის დაბრუნებასთან დაკავშირებული ყველა ტარიფის ან ოფიციალური გადასახადის გადახდა. მას ასევე უფლება აქვს უარი თქვას საფოსტო გზავნილის ხელახლა გადაგზავნაზე და მოითხოვოს მისი გაგზავნის ღირებულების უკან დაბრუნება, ხოლო 58.3.3. პუნქტით განსაზღვრულ  შემთხვევაში, ასევე, მოითხოვოს დაზიანებული შიგთავსის ღირებულების ანაზღაურება 58.2.1; 58.2.2. და 58.2.3.   პუნქტებით დადგენილი ოდენობით.