მომხმარებლის სახელმძღვანელო

კარი VII. პასუხისმგებლობის მოცულობა და მისი გამომრიცხავი გარემოებები / თავი 16. გამგზავნის პასუხისმგებლობის მოცულობა და მისი გამომრიცხავი გარემოებები
მუხლი 56. გამგზავნის პასუხისმგებლობის მოცულობა

56.1. გამგზავნს პასუხისმგებლობა ეკისრება „საქართველოს ფოსტის“ თანამშრომლის სხეულის დაზიანების,  სხვისი საფოსტო გზავნილების ან/და  „საქართველოს ფოსტის“ ქონების დაზიანების გამო, თუ აღნიშნულის მიზეზი გახდა გამგზავნის მიერ:

ა) აკრძალული საგნების გაგზავნა;

ბ) დადგენილი წესების დარღვევით საფოსტო გზავნილის შეფუთვა ან მასზე სპეციალური მარკირების არარსებობა.


56.2. გამგზავნის პასუხისმგებლობა არ გამოირიცხება იმ შემთხვევაშიც,  თუ ფოსტა გასაგზავნად მიიღებს საფოსტო გზავნილს, რომელიც შეიცავს აკრძალულ საგნებს ან შეფუთულია დადგენილი წესების დარღვევით ან/და მასზე არ არის დატანილი სპეციალური მარკირება.


მუხლი 56. გამგზავნის პასუხისმგებლობის მოცულობა