მომხმარებლის სახელმძღვანელო

კარი VII. პასუხისმგებლობის მოცულობა და მისი გამომრიცხავი გარემოებები / თავი 15. „საქართველოს ფოსტის“ პასუხისმგებლობის მოცულობა და მისი გამომრიცხავი გარემოებები
მუხლი 55. დაუძლეველი ძალა

55.1. დაუძლეველი ძალა არის გარემოება, რომელზე გავლენის მოხდენაც  „საქართველოს ფოსტის“ მიერ შეუძლებელია. ამასთან, გონიერების პრინციპებიდან გამომდინარე, არ შეიძლებოდა ყოფილიყო მოლოდინი, რომ „საქართველოს ფოსტას“  ხელშეკრულების დადების ან  არასახელშეკრულებო ვალდებულებების წარმოშობის დროს შეეძლო გაეთვალისწინებინა აღნიშნული გარემოება ან თავი აერიდებინა მისთვის, ან გადაელახა როგორც  აღნიშნული შემაფერხებელი  გარემოება, ასევე, მისი შედეგი.

 

55.2. დაუძლეველ ძალად ჩაითვლება, „საქართველოს ფოსტისგან“ დამოუკიდებელი მიზეზების გამო: ბუნებრივი მოვლენების ზემოქმედების შედეგად, ტექნიკური ხარვეზების ან დაბრკოლებების წარმოშობა, კატასტროფები, ამინდის გაუარესება, რომელიც იწვევს გადაადგილების შეზღუდვას; საერთაშორისო საჰაერო სატრანსპორტო კომპანიის უარი საფოსტო გზავნილების ტრანსპორტირებაზე; ომი, გაფიცვა, სამართლებრივი აქტების ცვლილება ან სხვა ნებისმიერი შემთხვევა, რომლის თავიდან აცილება ან პროგნოზირება „საქართველოს ფოსტის“ მხრიდან შეუძლებელია.

55.3. თუ დაუძლეველი  ძალის მოქმედება ატარებს დროებით ხასიათს, ამ დოკუმენტით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების ვადები გადაიწევს დროის იმ პერიოდით, როცა  დაუძლეველი ძალის მოქმედება ხელს უშლიდა ვალდებულების შესრულებას.