მომხმარებლის სახელმძღვანელო

კარი VII. პასუხისმგებლობის მოცულობა და მისი გამომრიცხავი გარემოებები / თავი 15. „საქართველოს ფოსტის“ პასუხისმგებლობის მოცულობა და მისი გამომრიცხავი გარემოებები
მუხლი 54. გარემოებები, რომლის დროსაც „საქართველოს ფოსტა“ თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან

54.1. “საქართველოს  ფოსტის“ არ ეკისრება მატერიალური პასუხისმგებლობა მარტივი  წერილობითი კორესპონდენციის დაკარგვის, მისი შიგთავსის მთლიანი ან ნაწილობრივი დაზიანების ან მისი დადგენილ ვადაში ჩაუბარებლობის  შემთხვევაში, გარდა 53.3.5. ქვეპუნქტით განსაზღვრული პასუხისმგებლობისა.

54.2. „საქართველოს ფოსტა“ თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან,  თუ საფოსტო გზავნილი ადრესატისთვის ჩაბარებულია  „საქართველოს ფოსტის“, ხოლო საერთაშორისო გზავნილის შემთხვევაში - ასევე დანიშნულების ქვეყნის საფოსტო ადმინისტრაციის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად.

54.3. „საქართველოს ფოსტა“  არ აგებს  პასუხს საბაჟო ორგანოების მიერ მიღებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ამ ორგანოს მიერ იქნება მიღებული საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული გზავნილების მიმართ.

54.4.  „საქართველოს ფოსტის“ პასუხისმგებლობა ასევე გამოირიცხება:

54.4.1.  იმ საფოსტო გზავნილების მიმართ, რომელთა ადრესატისათვის ჩაუბარებლობის მიზეზი გახდა გამგზავნისგან მიღებული არასწორი (არასრულყოფილი) ინფორმაცია.

54.4.2.  დაუძლეველი ძალით გამოწვეული გარემოებების დადგომის შემთხვევაში;

54.4.3.  შემთხვევებში, როცა  „საქართველოს ფოსტას“ არ  შეუძლია განახორციელოს გზავნილების აღრიცხვა სამსახურეობრივი დოკუმენტების დაუძლეველი ძალის შედეგად განადგურების გამო;

54.4.4.  თუ საფოსტო გზავნილის დაკარგვა, მისი შიგთავსის არარსებობა, დაზიანება ან წონის სხვაობა გამოწვეულია გამგზავნის ბრალით ან დაუდევრობით (მათ შორის არასათანადო შეფუთვით) ან შიგთავსის თვისებებით;

54.4.5.  იმ საფოსტო გზავნილის მიმართ, რომელიც შეიცავს  გასაგზავნად აკრძალულ საგნებს;

54.4.6.  იმ საფოსტო გზავნილის მიმართ, რომლის გაგზავნაც  დაშვებულია  მხოლოდ განსაკუთრებული პირობით (მაგ. თუ გზავნილი შეფუთული უნდა იყოს განსაზღვრული სახით ), ასეთი პირობის დაუცველობის შემთხვევაში.

54.4.7.   მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე სახელმწიფო ორგანოების მიერ  გზავნილის დაკავების, განადგურების ან მისი კონფისკაციის შემთხვევაში;

54.4.8.  თუ საფოსტო გზავნილის დაზღვევის შემთხვევაში დაზღვევა განხორციელებულია იმაზე მეტ თანხად, ვიდრე გზავნილის რეალური ღირებულებაა (ამ შემთხვევაში ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ გზავნილის რეალური ღირებულება);

54.4.9.  თუ ანაზღაურების მიღების მიზნით გამგზავნი არაკეთილსინდისიერად მოქმედებს;

54.4.10. სამხედრო ტყვეების ან ინტერნირებული სამოქალაქო პირების ამანათების მიმართ;

54.4.11. თუ მომხმარებელმა რეკლამაციით არ მიმართა „საქართველოს ფოსტას“ საფოსტო გზავნილის გაგზავნის დღის მომდევნო დღიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში;

54.4.12. თუ გამგზავნი, საერთაშორისო გზავნილის გაგზავნისას   მოითხოვს პირვანდელი დავალების შეცვლას (გზავნილის ადრესატისთვის ჩაუბარებლობას, მის უკან დაბრუნებას, გადამისამართებას და ა.შ), რომელიც, „საქართველოს ფოსტის“ მცდელობის მიუხედავად, ვერ განხორციელდება.

54.4.13. მარტივი ელექტრონული  კომერციის გზავნილის შიგთავსის დაზიანების, აგრეთვე ასეთი დაზიანებით გამოწვეული წონის სხვაობის შემთხვევაში.

54.4.14. თუ საფოსტო გზავნილი გარეგნულად არ  არის დაზიანებული,  ხოლო წონის სხვაობა არ აღემატება:

     20გრ-ს მცირე პაკეტისა და EMS დოკუმენტისთვის;

     5გრ-ს დაზღვეული (ფასგამოცხადებული) მცირე პაკეტისა და დაზღვეული EMS დოკუმენტისთვის;

     500გრ-ს ამანათისა და EMS საქონლისთვის.

     10გრ-ს დაზღვეული (ფასგამოცხადებული)  ამანათისა და დაზღვეული EMS საქონლისთვის.

 

მუხლი 54. გარემოებები, რომლის დროსაც „საქართველოს ფოსტა“ თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან