მომხმარებლის სახელმძღვანელო

კარი VII. პასუხისმგებლობის მოცულობა და მისი გამომრიცხავი გარემოებები / თავი 15. „საქართველოს ფოსტის“ პასუხისმგებლობის მოცულობა და მისი გამომრიცხავი გარემოებები
მუხლი 53. „საქართველოს ფოსტის“ პასუხისმგელობის მოცულობა

53.1. „საქართველოს ფოსტის“ პასუხისმგებლობის მოცულობა მომხმარებლის წინაშე განისაზღვრება იმ პირდაპირი მატერიალური ზიანით, რომელიც მისი ბრალით (განზრახვით ან დაუდევრობით) იქნება  გამოწვეული, მაგრამ არა უმეტეს ამ დოკუმენტით  განსაზღვრული მაქსიმალური ზღვარისა.

53.2. ამ დოკუმენტის მიზნებისათვის, მატერიალურ ზიანში არ იგულისხმება მომხმარებლის არაპირდაპირი ზარალი, მათ შორის მიუღებელი შემოსავალი.

53.3. „საქართველოს ფოსტა“   მატერიალურ პასუხისმგებლობას იღებს იმ ზიანზე, რომელიც წარმოიშვება მისი ბრალით:

53.3.1.  რეგისტრირებული (მათ შორის - დაზღვეული) საფოსტო გზავნილის:

     დაკარგვით;

     შიგთავსის მთლიანი ან ნაწილობრივი დაზიანებით ან ქურდობით;

     გამგზავნისათვის უკან დაბრუნებით;

 

53.3.2.  საერთაშორისო EMS გზავნილის:

     დაკარგვით;

     შიგთავსის მთლიანი ან ნაწილობრივი დაზიანებით ან ქურდობით;

     ადრესატისთვის ჩაბარების ვადის (10 სამუშაო დღეზე მეტი) დარღვევით;

     გამგზავნისათვის უკან დაბრუნებით;

 

53.3.3.  საერთაშორისო AVIA გზავნილის:

     დაკარგვით;

     შიგთავსის მთლიანი ან ნაწილობრივი დაზიანებით ან ქურდობით;

     ადრესატისთვის ჩაბარების ვადის (10 სამუშაო დღეზე მეტი) დარღვევით;

 

53.3.4.  სახმელეთო ამანათის:

     დაკარგვით;

     შიგთავსის მთლიანი ან ნაწილობრივი დაზიანებით ან ქურდობით;

 

53.3.5.  მარტივი ელექტრონული კომერციის გზავნილის:

     დაკარგვით;

     შიგთავსის მთლიანი ან ნაწილობრივი ქურდობით;

 

53.4.     „საქართველოს ფოსტის“ პასუხისმგებლობა ძალაშია, როდესაც:

53.4.1.  საფოსტო გზავნილი დაიკარგა. ამასთან, საფოსტო გზავნილი ითვლება დაკარგულად, თუ:

     საერთაშორისო გამავალი საფოსტო გზავნილის (მათ შორის EMS და AVIA გზავნილის) შემთხვევაში - ის დადასტურებულია დანიშნულების ქვეყნის საფოსტო ადმინისტრაციის, ან გადამზიდავი კომპანიის მიერ ან, თუ საფოსტო გზავნილის შესახებ ინფორმაციის მოპოვება ვერ მოხერხდა მისი გაგზავნიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღის განმავლობაში;

     საერთაშორისო შემომავალი საფოსტო გზავნილის (მათ შორის - მარტივი ელექტრონული კომერციის და  EMS გზავნილის) შემთხვევაში - თუ მის შესახებ ინფორმაციის მოპოვება ვერ მოხერხდა მისი „საქართველოს ფოსტისთვის“ გადმოცემიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში;

     ადგილობრივი საფოსტო გზავნილის შემთხვევაში - მის შესახებ ინფორმაციის მოპოვება ვერ მოხერხდა პრეტენზიის მიღებიდან 15 (თხუთმეტ) სამუშაო დღეში.

     სახმელეთო ამანათის შემთხვევაში - თუ მის შესახებ ინფორმაციის მოპოვება ვერ მოხერხდა მისი „საქართველოს ფოსტისთვის“ გადმოცემიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში;

 

53.4.2.  საფოსტო გზავნილის შიგთავსის დანაკლისი ან დაზიანება აღმოჩენილია მისი ადრესატისთვის გადაცემამდე ან უშუალოდ მისი გადაცემის დროს;

53.4.3.  საფოსტო  გზავნილის ადრესატისათვის ჩაუბარებლობის შემთხვევაში, მისი შიგთავსის დანაკლისი ან დაზიანება აღმოჩენილია საფოსტო გზავნილის უკან გამგზავნისთვის დაბრუნებამდე ან უშუალოდ მისი დაბრუნების დროს;

53.4.4.  თუ საფოსტო გზავნილის ადრესატი ან გზავნილის უკან დაბრუნების შემთხვევაში - ასევე გამგზავნი, მიუხედავად იმისა, რომ არც თავად საფოსტო გზავნილი და არც მისი თანმხლები დოკუმენტები არ შეიცავს რაიმე აღნიშვნას გზავნილის დაზიანების შესახებ,  სერვისცენტრის დატოვებამდე განაცხადებს, რომ აღმოაჩინა შიგთავსის ქურდობა ან დაზიანება. ამ შემთხვევაში, პრეტენზიის განმც- ხადებელი პირი ვალდებულია დაამტკიცოს, რომ გზავნილის შიგთავსი არ დაკარგულა და არ დაზიანებულა მისთვის გადაცემის შემდეგ.