მომხმარებლის სახელმძღვანელო

კარი V . EMS გზავნილი / თავი 12. EMS გზავნილის დამატებითი სერვისები
მუხლი 47. გზავნილის დაზღვევა

47.1. დამატებითი სერვისის -„გზავნილის დაზღვევის“ არჩევის უფლება აქვს გამგზავნს (გზავნილის წარმომდგენს), საერთაშორისო  გამავალი EMS გზავნილის გაგზავნის შემთხვევაში.

47.2. „გზავნილის დაზღვევა“ გულისხმობს გამგზავნის (გზავნილის წარმომდგენის) შესაძლებლობას დააზღვიოს EMS გზავნილის შიგთავსი მის რეალურ ღირებულებად. ამასთან,  დაზღვევის თანხა დოკუმენტისთვის არ შეიძლება აღემატებოდეს 4000 ლარს, ხოლო საქონელი - 10000 ლარს.

47.3. დაზღვევა ვრცელდება შემდეგ რისკებზე: „საქართველოს ფოსტის“ მიზეზით EMS გზავნილის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვა ან დაზიანება.