მომხმარებლის სახელმძღვანელო

კარი V . EMS გზავნილი / თავი 12. EMS გზავნილის დამატებითი სერვისები
მუხლი 46. ქვეყნის ტერიტორიის დატოვებამდე EMS გზავნილის გაგზავნაზე უარის თქმა

46.1. დამატებითი სერვისის - „ქვეყნის ტერიტორიის დატოვებამდე EMS გზავნილის გაგზავნაზე უარის თქმის“ არჩევის უფლება აქვს გამგზავნს, საერთაშორისო გამავალი EMS გზავნილის გაგზავნის შემთხვევაში.

46.2. „ქვეყნის ტერიტორიის დატოვებამდე EMS გზავნილის გაგზავნაზე უარის თქმა“ გულისხმობს გამგზავნის შესაძლებლობას  დადგენილი ტარიფის გადახდის საფუძველზე უარი  თქვას „საქართველოს ფოსტისთვის“ გადმოცემული EMS გზავნილის შემდგომ გაგზავნაზე, მისი „საქართველოს ფოსტისთვის“ გადაცემის დღის 17.00 საათამდე.