მომხმარებლის სახელმძღვანელო

კარი V . EMS გზავნილი / თავი 11. EMS გზავნილის მიღება/გაგზავნა და ჩაბარება
მუხლი 43. EMS გზავნილის მიღება/გაგზავნის და ჩაბარების ვადები

43.1. EMS გზავნილის საქართველოს ტერიტორიაზე ჩაბარების (შეტყობინების დატოვების) ვადები:

43.1.1.  EMS გზავნილის საქართველოს ტერიტორიაზე ჩაბარების (შეტყობინების დატოვების) ვადებია:

  1 (ერთი)სამუშაო დღე მისი მიღებიდან - თუ EMS გზავნილის ადრესატის მისამართი მდებარეობს იმ ქალაქში, სადაც  „საქართველოს ფოსტის“ სერვისცენტრია განლაგებული (გარდა სპეციალურ ადმინისტრაციულ ერთეულში განლაგებული სერვისცენტრებისა);

  2(ორი) სამუშაო დღე მისი მიღებიდან - თუ EMS გზავნილის ადრესატის მისამართი არ მდებარეობს „საქართველოს ფოსტის“ სერვისცენტრის განლაგების ქალაქში და სპეციალურ ადმინისტრაციულ ერთეულში;

  4 (ოთხი) სამუშაო დღე მისი მიღებიდან  თუ EMS გზავნილის ადრესატის მისამართი მდებარეობს სპეციალურ ადმინისტრაციულ ერთეულში.

 

43.2. ქვეყნიდან გამავალი EMS გზავნილის დანიშნულების ქვეყანაში გაგზავნის/შესვლის და მისი ამ ქვეყანაში ადრესატისათვის ჩაბარების ვადები

43.2.1.  საქართველოდან გაგზავნილი EMS გზავნილის დანიშნულების ქვეყანაში შესვლის ვადებია:

 

ა) ევროპა:

     „საქართველოს ფოსტის“  მიერ EMS გზავნილის ქ. თბილისში მიღებიდან  - 3 (სამი)სამუშაო დღე;

     „საქართველოს ფოსტის“  მიერ EMS გზავნილის საქართველოს ტერიტორიაზე (გარდა ქ. თბილისსა და  სპეციალურ ადმინისტრაციულ ერთეულებში მიღებული EMS გზავნილებისა) მიღებიდან - 4 (ოთხი) სამუშაო დღე;

     „საქართველოს ფოსტის“ მიერ EMS გზავნილის სპეციალურ ადმინისტრაციულ ერთეულებში მიღებიდან - 5 (ხუთი) სამუშაო დღე;

 

ბ) დანარჩენი მსოფლიო

     „საქართველოს ფოსტის“ მიერ EMS გზავნილის  ქ. თბილისში მიღებიდან - 4 (ოთხი) სამუშაო დღე;

     „საქართველოს ფოსტის“ მიერ EMS გზავნილის საქართველოს ტერიტორიაზე (გარდა ქ. თბილისსა და  სპეციალურ ადმინისტრაციულ ერთეულებში მიღებული EMS გზავნილებისა) მიღებიდან - 5 (ხუთი) სამუშაო დღე;

     „საქართველოს ფოსტის“ მიერ EMS გზავნილის სპეციალურ ადმინისტრაციულ ერთეულებში მიღებიდან - 6 (ექვსი) სამუშაო დღე;

 

43.2.2.  საქართველოდან გაგზავნილი EMS გზავნილის დანიშნულების  ქვეყანაში ჩა- ბარების  ვადები განისაზღვრება მიმღები ქვეყნის მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, რომლებიც ქვეყნების მიხედვით მერყეობს  2-დან 7 სამუშაო დღემდე.

43.2.3.  საქართველოდან გაგზავნილი EMS გზავნილის დანიშნულების ქვეყანაში ჩაუბარებლობის შემთხვევაში, იგი ბრუნდება უკან გამომგზავნთან დანიშნულების ქვეყნის მიერ დადგენილ ვადებში და გარკვეული წესით.