მომხმარებლის სახელმძღვანელო

კარი IV . ამანათი / თავი 10. ამანათის დამატებითი სერვისები
მუხლი 40. ქვეყნის ტერიტორიის დატოვებამდე გზავნილის გაგზავნაზე უარის თქმა

40.1. დამატებითი სერვისის - „ქვეყნის ტერიტორიის დატოვებამდე გზავნილის გაგზავნაზე უარის თქმის“ არჩევის უფლება აქვს გამგზავნს, რეგისტრირებული საერთაშორისო გამავალი ამანათის გაგზავნის შემთხვევაში.

40.2. „ქვეყნის ტერიტორიის დატოვებამდე გზავნილის გაგზავნაზე უარის თქმა“ გულისხმობს გამგზავნის შესაძლებლობას  დადგენილი ტარიფის გადახდის საფუძველზე უარი თქვას „საქართველოს ფოსტისთვის“ გადმოცემული ამანათის შემდგომ გაგზავნაზე, მისი „საქართველოს ფოსტისთვის“ გადაცემის დღის 17.00 საათამდე.