მომხმარებლის სახელმძღვანელო

კარი IV . ამანათი / თავი 10. ამანათის დამატებითი სერვისები
მუხლი 38. ამანათის არასამუშაო საათებში მიღება

38.1. დამატებითი სერვისი „ამანათის  არასამუშაო საათებში მიღების“ არჩევის უფლება აქვს მხოლოდ „საქართველოს ფოსტის“ იმ მომხმარებლებს, რომლებთანაც  დადებულია ხელშეკრულება - შესაბამისი პირობით.

38.2. „ამანათის არასამუშაო საათებში მიღება“ გულისხმობს გამგზავნის შესაძლებლობას გადასცეს „საქართველოს ფოსტის“ ადგილობრივი და  საერთაშორისო რეგისტრირებული (მათ შორის - დაზღვეული) ამანათი სამუშაო დღეებში (გარ- და შაბათისა)  17.00-დან 19.00 საათამდე პერიოდში. არასამუშაო საათებში მიღებული ამანათის ჩაბარების ვადის ათვლა იწყება მომდევნო სამუშაო დღიდან.

38.3. ამანათის არასამუშაო საათებში მიღება ხორციელდება მომხმარებლის მისამართზე მხოლოდ ქ. თბილისის ადმინისტრაციული ერთეულის ფარგლებში.