მომხმარებლის სახელმძღვანელო

კარი IV . ამანათი / თავი 10. ამანათის დამატებითი სერვისები
მუხლი 36. პირადად ადრესატისთვის ჩაბარება

36.1. დამატებითი სერვისი „პირადად ადრესატისათვის ჩაბარების“ არჩევის უფლება აქვს გამგზავნს მხოლოდ რეგისტრირებული  ადგილობრივი და საერთაშორისო შემომავალი ამანათის შემთხვევაში.

36.2. პირადად ადრესატისთვის ჩაბარება გულისხმობს ამანათის მხოლოდ იმ პირისთვის ჩაბარებას, რომლისთვისაც დამისამართებულია გზავნილი. გზავნილი ასევე შეიძლება ჩაბარდეს ნებისმიერ სხვა პირს, თუ ის წარმოადგენს წერილობით მინდობილობას გაცემულს ადრესატის მიერ, სადაც  გამოხატული იქნება ადრესატის ნება ასეთი ამანათის მინდობილობაში აღნიშნული პირისთვის ჩაბარების შესახებ.