მომხმარებლის სახელმძღვანელო

კარი IV . ამანათი / თავი 9. სასჯელაღსრულების ამანათის მიღება და ჩაბარება
მუხლი 33. სასჯელაღსრულების ამანათის ჩაბარება

33.1. „საქართველოს ფოსტის“ მიერ ამანათი ადრესატისათვის ჩაბარებულად ითვლება, თუ იგი გადაეცემა მითითებული სასჯელაღსრულების  დაწესებულების ამანათის მიღებაზე უფლებამოსილ პირს.

33.2. თუ სასჯელაღსრულების დაწესებულება უარს იტყვის ამანათის ჩაბარებაზე, იგი უკან ბრუნდება „საქართველოს ფოსტის“ სერვისცენტრში, რის შემდეგაც გამგზავნი 30 (ოცდაათი) დღის ვადაში  უფლებამოსილია დაიბრუნოს იგი. აღნიშნულ ვადაში გამგზავნის გამოუცხადებლობის ან ამანათის უკან მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ის გადაეცემა სახელმწიფოს.

33.3. „საქართველოს ფოსტა“ არ იღებს პასუხისმგებლობას სასჯელაღსრულების დაწესებულებისთვის ჩაბარებული ამანათის ამავე დაწესებულებაში მოთავსებული ადრესატისათვის გადაცემაზე, აგრეთვე მისთვის ამანათის დანაკლისით ან დაზიანებით ჩაბარებაზე.