მომხმარებლის სახელმძღვანელო

კარი IV . ამანათი / თავი 8. საერთაშორისო სახმელეთო ამანათის მიღება და ჩაბარება
მუხლი 31. დამატებითი პირობები საერთაშორისო სახმელეთო ამანათისთვის

31.1. საერთაშორისო სახმელეთო ამანათის მოძრაობის თაობაზე ინფორმაციის მოპოვება მომხმარებელს შეუძლია როგორც  თავად (კომპანიის ვებ-გვერდის საშუალებით), ასევე „საქართველოს ფოსტისთვის“ მიმართვის საფუძველზე. მომხმარებელს ასევე უფლება აქვს „საქართველოს ფოსტის“  მიზეზით სახმელეთო ამანათის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, დადგენილი წესითა და ოდენობით აინაზღაუროს ზარალი.