მომხმარებლის სახელმძღვანელო

კარი IV . ამანათი / თავი 8. საერთაშორისო სახმელეთო ამანათის მიღება და ჩაბარება
მუხლი 30. საერთაშორისო სახმელეთო ამანათის მიღება/ტრანსპორტირების და ჩაბარების ვადები

30.1. საერთაშორისო  სახმელეთო ამანათის უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიღებისა და საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსპორტირების ვადები:

30.1.1.  საერთაშორისო  სახმელეთო ამანათის უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიღებისა და საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსპორტირების ვადებია:

     რუსეთი - 4 (ოთხი) კალენდარული დღე;

     თურქეთი - 4 (ოთხი) კალენდარული დღე;

     საბერძნეთი - 6 (ექვსი)კალენდარული დღე;

     იტალია - 7 (შვიდი)კალენდარული დღე;

 

30.2. საერთაშორისო სახმელეთო ამანათის საქართველოს ტერიტორიაზე ჩაბარების (შეტყობინების დატოვების) ვადები:

30.2.1.  საერთაშორისო სახმელეთო ამანათის საქართველოს ტერიტორიაზე ჩაბარების (შეტყობინების დატოვების) ვადებია:

  3 (სამი) სამუშაო დღე - საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისა და საბაჟო პროცედურების დასრულებიდან  - გარდა სპეციალურ ადმინისტრაციულ ერთეულში ჩასაბარებელი გზავნილებისთვის;

  5 (ხუთი) სამუშაო დღე -  საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისა და საბაჟო პროცედურების დასრულებიდან - სპეციალურ ადმინისტრაციულ ერთეულში ჩასაბარებელი გზავნილებისთვის.