მომხმარებლის სახელმძღვანელო

კარი III . წერილობითი კორესპონდენცია / თავი 6. წერილობითი კორესპონდენციის დამატებითი სერვისები
მუხლი 20. წერილობითი კორესპონდენციის არასამუშაო საათებში მიღება

20.1. დამატებითი სერვისი „წერილობითი კორესპონდენციის არასამუშაო საათებში მიღების“ არჩევის უფლება აქვს მხოლოდ „საქართველოს ფოსტის“ იმ მომხმარებლებს, რომლებთანაც დადებულია ხელშეკრულება შესაბამისი პირობით.

20.2. „წერილობითი კორესპონდენციის არასამუშაო საათებში მიღება“ გულისხმობს გამგზავნის შესაძლებლობას გადასცეს „საქართველოს ფოსტის“ წერილობითი კორესპონდენცია სამუშაო დღეებში (გარდა შაბათისა) 17.00-დან 19.00 საათამდე პერიოდში. არასამუშაო საათებში მიღებული წერილობითი კორესპონდენციის ჩაბარების ვადის ათვლა იწყება მომდევნო სამუშაო დღიდან.

20.3. წერილობითი კორესპონდენციის არასამუშაო საათებში მიღება ხორციელდება მომხმარებლის მისამართზე, მხოლოდ ქ. თბილისის ადმინისტრაციული  ერთეულის ფარგლებში.