მომხმარებლის სახელმძღვანელო

კარი III . წერილობითი კორესპონდენცია / თავი 6. წერილობითი კორესპონდენციის დამატებითი სერვისები
მუხლი 19. გზავნილი - ჩაბარების დასტურით

19.1. დამატებითი სერვისი „გზავნილი ჩაბარების დასტურით“ არჩევის უფლება აქვს გამგზავნს, მხოლოდ რეგისტრირებული ადგილობრივი წერილობითი კორესპონდენციის გაგზავნის შემთხვევაში.

19.2. „გზავნილი  ჩაბარების დასტურით“ გულისხმობს გამგზავნის შესაძლებლობას წერილობითი კორესპონდენციის გაგზავნისას მოითხოვოს მისი ჩაბარების/ჩაუბარებლობის შესახებ ინფორმაციის უკან მიღება.

19.3. ჩაბარების დასტურის გამგზავნისთვის ჩაბარება ხორციელდება იმავე ვადებში, რა ვადებიც დადგენილია იმ წერილობითი კორესპონდენციის ჩაბარებისთვის, რომელზეც მოთხოვნილია ჩაბარების დასტური.

19.4. ჩაბარების დასტურის გამგზავნისთვის ჩაბარება ხორციელდება I კლასის წერილისთვის დადგენილი წესით.

19.5. იმ შემთხვევაში,  თუ „საქართველოს ფოსტისაგან“ დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ მოხდა ჩაბარების დასტურის გამგზავნისთვის გადაცემა,  ჩაბარების დასტური გამგზავნის მისამართზე უშედეგო ვიზიტის განხორციელებიდან 15 კალენდარული  დღის ვადით შეინახება სერვისცენტრში გამგზავნის მისამართის მიხედვით, სადაც  ამ უკანასკნელს საშუალება ექნება მიიღოს ის  სერვისცენტრში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, ჩაბარების დასტური გადაეცემა „საქართველოს ფოსტის“ შესაბამის სამსახურს დადგენილი ვადით დაარქივებისა და ამ ვადის გასვლის შემდეგ მისი განადგურებისათვის.