მომხმარებლის სახელმძღვანელო

კარი III . წერილობითი კორესპონდენცია / თავი 6. წერილობითი კორესპონდენციის დამატებითი სერვისები
მუხლი 18. მცირე პაკეტის ადრესატის მისამართზე ჩაბარება

18.1. დამატებითი სერვისი „მცირე პაკეტის ადრესატის მისამართზე ჩაბარების“ არჩევის უფლება აქვს როგორც  გამგზავნს, ისევე ადრესატს, როგორც  მარტივი, ასევე რეგისტრირებული ადგილობრივი მცირე პაკეტის გაგზავნის/მიღების შემთხვევაში, აგრეთვე ამავე კატეგორიების  საერთაშორისო შემომავალი მცირე პაკეტების მიღების შემთხვევაში.

18.2. „მცირე  პაკეტის ადრესატის მისამართზე ჩაბარება“  გულისხმობს გამგზავნის შესაძლებლობას ისარგებლოს აღნიშნული სერვისით ადგილობრივი მცირე პაკეტის გაგზავნისას, მომსახურების ღირებულების წინასწარი  გადახდის გზით ან/და ადრესატის შესაძლებლობას - შეუკვეთოს ეს მომსახურება „საქართველოს ფოსტის“ ტელეფონით, ხოლო გაწეული მომსახურების ღირებულების გადახდა განახორციელოს მცირე პაკეტის მითითებულ მისამართზე  მიღების დროს.

18.3.     კურიერის მიერ მცირე  პაკეტის ადრესატის მისამართზე ჩაბარება  პირობით „სტანდარტული“ ხორციელდება „საქართველოს ფოსტის“ მიერ მცირე პაკეტის მიღებიდან არა უგვიანეს 2(ორი) სამუშაო დღისა, ხოლო თუ შეკვეთის შედეგად განხორციელდება ადრესატის პირველადი მისამართის ცვლილება - ასეთი შეკვეთის განხორციელებიდან  არა უგვიანეს 2(ორი) სამუშაო დღისა.

18.4.     კურიერის მიერ მცირე  პაკეტის ადრესატის მისამართზე ჩაბარება  პირობით „სასწრაფო“  ხორციელდება მხოლოდ ერთი ადმინისტრაციული  ერთეულის ფარგლებში, შეკვეთის მიღებიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა.

18.5.     მცირე  პაკეტის ადრესატისათვის ჩაბარება  ხორციელდება ამ  დოკუმენტის 13.1.1.-13.1.7. ქვეპუნქტით განსაზღვრული  წესით. ადრესატი, რომელიც შეუკვეთეს დამატებით მომსახურებას - „მცირე პაკეტის ადრესატის მისამართზე ჩაბარება“, მაგრამ ვერ მიიღებს ასეთ მომსახურებას „საქართველოს ფოსტისაგან“ დამოუკიდებელი მიზეზების გამო (არ დახვდა მისამართზე, არასწორად მიუთითა მისამართი და ა.შ.), ვალდებული იქნება მცირე პაკეტის სერვისცენტრიდან გატანამდე გადაიხადოს „საქართველოს ფოსტის“ მიერ გაწეული დამატებითი მომსახურების საფასური.

18.6.     „საქართველოს ფოსტა“ არ ახორციელებს მცირე პაკეტის ადრესატის მისამართზე ჩაბარების სერვისს, თუ სერვისცენტრში მცირე პაკეტი მიღებულია დაზიანებით, ის გახსნილია შემოსავლების სამსახურის მიერ ან მცირე პაკეტის შიგთავსი ექვემდებარება სავალდებულო საბაჟო დეკლარირებას.