მომხმარებლის სახელმძღვანელო

კარი III . წერილობითი კორესპონდენცია / თავი 6. წერილობითი კორესპონდენციის დამატებითი სერვისები
მუხლი 17. პირადად ადრესატისთვის ჩაბარება

17.1. დამატებითი სერვისი „პირადად ადრესატისათვის ჩაბარების“ არჩევის უფლება აქვს გამგზავნს, მხოლოდ რეგისტრირებული ადგილობრივი და საერთაშორისო შემომავალი წერილობითი კორესპონდენციის გაგზავნის შემთხვევაში.

17.2. პირადად ადრესატისთვის ჩაბარება გულისხმობს წერილობითი კორესპონდენციის მხოლოდ იმ პირისთვის ჩაბარებას, რომლისთვისაც დამისამართებულია გზავნილი. გზავნილი ასევე შეიძლება ჩაბარდეს ნებისმიერ სხვა პირს, თუ ის წარმოადგენს წერილობით მინდობილობას  გაცემულს ადრესატის მიერ, რომელშიც  გამოხატული იქნება ადრესატის ნება ასეთი გზავნილის მინდობილობაში აღნიშნული პირისთვის ჩაბარების შესახებ.