მომხმარებლის სახელმძღვანელო

კარი III . წერილობითი კორესპონდენცია / თავი 6. წერილობითი კორესპონდენციის დამატებითი სერვისები
მუხლი 16. ორჯერადი ვიზიტი

16.1. დამატებითი სერვისი - „ ორჯერადი ვიზიტის“ არჩევის უფლება აქვს გამგზავნს, მხოლოდ რეგისტრირებული  ადგილობრივი წერილის (მათ შორის ჰიბრიდული და დაზღვეული წერილების) და   500გრ-მდე წონის მცირე პაკეტების (გარდა ელექტრონული კომერციის მცირე პაკეტების) ადრესატისთვის გაგზავნისას.

16.2. დამატებითი სერვისი - „ ორჯერადი ვიზიტი“ გულისხმობს გზავნილის ჩაბარების მიზნით კურიერის მიერ ადრესატის მისამართზე ვიზიტის განხორციელებას ორჯერ, ნაცვლად სტანდარტული ერთჯერადი ვიზიტისა.

16.3. თუ კურიერი, პირველი ვიზიტის განხორციელებისას ვერ შეძლებს წერილობითი კორესპონდენციის ჩაბარებას, ის ადრესატის მისამართზე დატოვებს შეტყობინებას, რომელზეც მითითებული იქნება ის სერვისცენტრი, სადაც ადრესატს მომდევნო სამუშაო დღის განმავლობაში შუძლია მიაკითხოს და ჩაიბაროს გზავნილი. თუ ადრესატი  არ ისარგებლებს აღნიშნული უფლებით, კურიერი ადრესატის მისამართზე განმეორებით ვიზიტს განახორციელებს  პირველი ვიზიტის განხორციელებიდან მესამე სამუშაო დღეს. მეორე ვიზიტის კვლავ უშედეგოდ დასრულების შემთხვევაში, გზავნილი ადრესატისთვის გადაცემის მიზნით შეინახება სერვისცენტრში შესაბამისი სახეობის წერილობითი კორესპონდენციის შენახვისათვის დადგენილი ვადით. თუ აღნიშნულ ვადაში ადრესატი არ გამოცხადდება სერვისცენტრში და/ან არ ჩაიბარებს წერილობით კორესპონდენციას, ის უკან დაუბრუნდება გამომგზავნს.

16.4. ის ადგილობრივი წერილი ან 500 გრ-მდე მცირე პაკეტი, რომლის მისამართის ან/და ადრესატის მოძიება ვერ მოხერხდა, ან თუ ასეთი გზავნილის ჩაბარებაზე უარი განაცხადა უშუალოდ ადრესატმა, ან თუ არსებობს სხვა რაიმე მიზეზი, რომლის გამოც შეუძლებელია ადრესატისთვის გზავნილის ჩაბარება, დაბრუნდება უკან ან განადგურდება დაუყოვნებლივ, შესაბამისი სახეობის წერილობითი კორესპონდენციის  შენახვისათვის დადგენილი ვადის დაუცველად.