მომხმარებლის სახელმძღვანელო

კარი III . წერილობითი კორესპონდენცია / თავი 5. რეგისტრირებული წერილობითი კორესპონდენციის მიღება/გაგზავნა და ჩაბარება
მუხლი 14. რეგისტრირებული წერილობითი კორესპონდენციის მიღება/გაგზავნის და ჩაბარების ვადები

14.1. საერთაშორისო   შემომავალი რეგისტრირებული  წერილობითი კორესპონდენციის საქართველოს ტერიტორიაზე ჩაბარების (შეტყობინების დატოვების) ვადები:

14.1.1.  საერთაშორისო (შემომავალი) რეგისტრირებული წერილობითი კორესპონდენციის საქართველოს ტერიტორიაზე ჩაბარების (შეტყობინების დატოვების) ვადებია:

  3 (სამი)სამუშაო დღე მისი მიღებიდან - გარდა სპეციალურ ადმინისტრაციულ ერთეულში მიღებული ან ამ ერთეულებში ჩასაბარებელი გზავნილებისთვის;

  5 (ხუთი) სამუშაო დღე მისი მიღებიდან - სპეციალურ ადმინისტრაციულ ერთეულში მიღებული ან ამ ერთეულებში ჩასაბარებელი გზავნილებისთვის;

 

14.2. ადგილობრივი რეგისტრირებული  წერილობითი კორესპონდენციის საქართველოს ტერიტორიაზე ჩაბარების (შეტყობინების დატოვების) ვადები:

 

14.2.1.  ადგილობრივი წერილები (მათ შორის ჰიბრიდული და დაზღვეული წერილები)

და მცირე   პაკეტები მათი ჩაბარების ვადის სისწრაფის მიხედვით იყოფა I კლასის და 12/12 წერილებად და მცირე პაკეტებად.

 

ა)   I კლასის წერილი და მცირე პაკეტი გულისხმობს წერილისა (მათ შორის ჰიბრიდული და დაზღვეული წერილი) და მცირე  პაკეტის ადრესატისათვის ჩაბარებას (შეტყობინების დატოვების) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შემდეგ ვადებში:

  3 (სამი)სამუშაო დღე მისი მიღებიდან - გარდა სპეციალურ ადმინისტრაციულ ერთეულში მიღებული ან ამ ერთეულებში ჩასაბარებელი გზავნილებისთვის;

  5 (ხუთი) სამუშაო დღე მისი მიღებიდან - სპეციალურ ადმინისტრაციულ ერთეულში მიღებული ან ამ ერთეულებში ჩასაბარებელი გზავნილებისთვის;

 

ბ) 12/12  წერილი და მცირე პაკეტი გულისხმობს წერილისა (მათ შორის ჰიბრიდული და დაზღვეული წერილი) და მცირე  პაკეტის (მათ შორის დაზღვეული მცირე პაკეტი) ადრესატისათვის ჩაბარებას ერთი და იმავე ადმინისტრაციული ერთეულის ფარგლებში, შემდეგ ვადებში:

     არა უგვიანეს იმავე დღისა, თუ 12/12   გზავნილი მიღებულია სამუშაო დღის 12.00 საათამდე;

     არა უგვიანეს მეორე სამუშაო დღის 12.00 საათისა, თუ გზავნილი მიღებულია წინა სამუშაო დღის 12.00 საათის შემდეგ.

 

 შენიშვნა:12/12-ზე წერილისა და მცირე პაკეტის ადრესატისათვის ჩაბარება ხორციელდება კურიერის მიერ ადრესატის მისამართზე ერთჯერადი ვიზიტის განხორციელების გზით, ამ დოკუმენტის 13.1.2.-13.1.5 ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად. ამასთან, თუ კურიერი ვერ მოახერხებს გზავნილის ჩაბარებას (ვერ შევა შენობაში, სადაც უშუალოდ განთავსებულია ადრესატის მისამართი (ბინა, ოფისი და ა.შ.), ან კურიერს არავინ დახვდება ადრესატის მისამართზე ან პირი უარს განაცხადებს გზავნილის მიღებაზე), 12/12-ზე გზავნილი დაუყონებლივ დაბრუნდება უკან - გამომგზავნთან.

 

14.2.2.  ადგილობრივი M ტომრის ადრესატისათვის ჩაბარების (შეტყობინების დატოვების) ვადებია:

  3 (სამი)სამუშაო დღე მისი მიღებიდან - გარდა სპეციალურ ადმინისტრაციულ ერთეულში მიღებული ან ამ ერთეულებში ჩასაბარებელი გზავნილებისთვის;

  5 (ხუთი) სამუშაო დღე მისი მიღებიდან - სპეციალურ ადმინისტრაციულ ერთეულში მიღებული ან ამ ერთეულებში ჩასაბარებელი გზავნილებისთვის;

 

14.3. საერთაშორისო  გამავალი რეგისტრირებული წერილობითი კორესპონდენციის დანიშნულების ქვეყანაში გაგზავნის/შესვლის და მისი ამ ქვეყანაში ადრესატისათვის ჩაბარების ვადები

14.3.1.  საქართველოდან გაგზავნილი რეგისტრირებული წერილობითი კორესპონდენციის დანიშნულების ქვეყანაში შესვლის ვადებია:

 

ა) ევროპა:

     „საქართველოს ფოსტის“ მიერ რეგისტრირებული წერილობითი კორესპონდენციის ქ. თბილისის ადმინისტრაციულ ერთეულში მიღებიდან - 4 (ოთხი)სამუშაო დღე;

     „საქართველოს ფოსტის“ მიერ რეგისტრირებული წერილობითი კორესპონდენციის  საქართველოს ტერიტორიაზე (გარდა ქ. თბილისსა და სპეციალურ ადმინისტრაციულ ერთეულებში მიღებული გზავნილებისა) მიღებიდან - 5 (ხუთი) სამუშაო დღე;

  „საქართველოს ფოსტის“ მიერ რეგისტრირებული წერილობითი კორესპონდენციის  სპეციალურ ადმინისტრაციულ ერთეულებში მიღებიდან - 6 (ექვსი) სამუშაო დღე;

 

 

ბ) დანარჩენი მსოფლიო

     „საქართველოს ფოსტა“-ს მიერ რეგისტრირებული წერილობითი კორესპონდენციის  ქ. თბილისის ადმინისტრაციულ ერთეულში მიღებიდან - 5 (ხუთი)სამუშაო დღე;

     „საქართველოს ფოსტა“-ს მიერ რეგისტრირებული წერილობითი კორესპონდენციის  საქართველოს ტერიტორიაზე (გარდა ქ. თბილისსა და სპეციალურ ადმინისტრაციულ ერთეულებში მიღებული გზავნილებისა) მიღებიდან - 6 (ექვსი) სამუშაო დღე;

     „საქართველოს ფოსტა“-ს მიერ რეგისტრირებული წერილობითი კორესპონდენციის სპეციალურ ადმინისტრაციულ ერთეულებში მიღებიდან - 7 (შვიდი) სამუშაო დღე;

 

14.3.2.  საქართველოდან გაგზავნილი რეგისტრირებული წერილობითი კორესპონდენციის დანიშნულების ქვეყანაში ჩაბარების ვადები განისაზღვრება მიმღები ქვეყნის მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, რომელიც ქვეყნების მიხედვით მერყეობს 2-დან 20 სამუშაო დღემდე.

14.3.3.  საქართველოდან გაგზავნილი რეგისტრირებული წერილობითი კორესპონდენციის დანიშნულების  ქვეყანაში ჩაუბარებლობის შემთხვევაში, იგი ბრუნდება უკან, გამომგზავნთან, დანიშნულების ქვეყნის მიერ დადგენილი ვადებში და წესით.