მომხმარებლის სახელმძღვანელო

კარი III . წერილობითი კორესპონდენცია / თავი 5. რეგისტრირებული წერილობითი კორესპონდენციის მიღება/გაგზავნა და ჩაბარება
მუხლი 12. რეგისტრირებული წერილობითი კორესპონდენციის მიღება/გაგზავნა

12.1. „საქართველოს ფოსტა“ ადრესატისათვის ჩაბარების მიზნით ახორციელებს შემდეგი რეგისტრირებული წერილობითი კორესპონდენციის მიღებას:

12.1.1. სხვა სახელმწიფოს საფოსტო ადმინისტრაციებიდან მიიღება შემდეგი საერთაშორისო რეგისტრირებული წერილობითი კორესპონდენცია:

     წერილი, მათ შორის - დაზღვეული წერილი;

     მცირე პაკეტი, მათ შორის - დაზღვეული მცირე პაკეტი;

     M ტომარა, მათ შორის, დაზღვეული M ტომარა.

 

12.1.2.  „საქართველოს ფოსტის“ მიერ სხვა სახელმწიფოში გასაგზავნად მიიღება შემდეგი საერთაშორისო რეგისტრირებული წერილობითი კორესპონდენცია:

     წერილი, მათ შორის - დაზღვეული წერილი;

     მცირე პაკეტი, მათ შორის - დაზღვეული მცირე პაკეტი;

     M ტომარა.

 

12.1.3.  „საქართველოს ფოსტის“ მიერ ქვეყნის შიგნით გასაგზავნად მიიღება შემდეგი ადგილობრივი რეგისტრირებული წერილობითი კორესპონდენცია:

     წერილი, მათ შორის - დაზღვეული წერილი;

     ჰიბრიდული წერილი - გამგზავნსა და „საქართველოს ფოსტის“ შორის ხელშეკ-

რულების არსებობის შემთხვევაში;

     მცირე პაკეტი, მათ შორის - დაზღვეული მცირე პაკეტი;

     M ტომარა.

 

12.2. საერთაშორისო   შემომავალი რეგისტრირებული  წერილობითი კორესპონდენციის მიღება „საქართველოს ფოსტის“ მიერ ხორციელდება საერთაშორისო საფოსტო გზავნილების გაცვლის ცენტრში, რის შედეგადაც ხორციელდება მათი დამუშავება და ადრესატისთვის ჩაბარება ამ დოკუმენტით განსაზღვრულ ვადებში და დადგენილი წესით.

12.3. საფოსტო გზავნილის გამგზავნი (გზავნილის წარმომდგენი), საერთაშორისო გამავალი, აგრეთვე ადგილობრივი რეგისტრირებული წერილობითი კორესპონდენციის გაგზავნას ახორციელებს „საქართველოს ფოსტის“ სერვისცენტრის ან კურიერის მეშვეობით. მიღებულ საფოსტო გზავნილს „საქართველოს ფოსტა“ ანიჭებს მაიდენტიფიცირებელ კოდს და უთითებს მისი მიღების თარიღს.

12.4. გამგზავნს (გზავნილის წარმომდგენს), საერთაშორისო გამავალი წერილობითი კორესპონდენციის გაგზავნის საშუალება აქვს მხოლოდ „საქართველოს ფოსტის“ მიერ დეკლარირებულ ქვეყნებში, ხოლო მათ შორის  დაზღვეული (ფას- გამოცხადებული) წერილობითი კორესპონდენციის გაგზავნის საშუალება აქვს იმ ქვეყნებში, რომელთა საფოსტო ადმინისტრაციებიც ეწევიან ამგვარ სერვისს. საერთაშორისო გამავალი დაზღვეული (ფასგამოცხადებული) წერილობითი კორესპონდენციის გაგზავნისას, ფასგამოცხადების თანხა არ უნდა აჭარბებდეს დანიშნულების ქვეყნის საფოსტო ადმინისტრაციის მიერ დადგენილ ოდენობას.

12.5. რეგისტრირებული წერილობითი კორესპონდენცია გამგზავნის მიერ შეფუთული უნდა იყოს იმაზე გათვლით, რომ არ მოხდეს მისი შიგთავსის დაზიანება ტრანსპორტირების დროს. თუ გზავნილის შიგთავსს მსხვრევადი ნივთი წარმოადგენს, მისი შეფუთვა ასევე უნდა შეიცავდეს სათანადო აღნიშნვას ასეთის შესახებ.

12.6. რეგისტრირებული  წერილობითი კორესპონდენციის გაგზავნისას, გამგზავნმა უნდა გაითვალისწინოს ის აკრძალვები და შეზღუდვები გზავნილის შიგთავსის მიმართ, რომლებიც არსებობს საქართველოში, ხოლო საერთაშორისო გამავალი საფოსტო გზავნილის გაგზავნის შემთხვევაში, ასევე, მიმღებ ქვეყანაში.