მომხმარებლის სახელმძღვანელო

კარი III . წერილობითი კორესპონდენცია / თავი 4. მარტივი წერილობითი კორესპონდენციის მიღება/გაგზავნა და ჩაბარება
მუხლი 11. დამატებითი პირობები მარტივი წერილობითი კორესპონდენციის შესახებ

11.1.     ის მარტივი წერილობითი კორესპონდენცია, რომელზეც დატოვებულ იქნა შეტყობინება/ SMS შეტყობინება, ინახება სერვისცენტრში. შენახვის ვადა საფოსტო ბარათებისა და წერილებისთვის შეადგენს 15 კალენდარულ  დღეს მისი მიღებიდან, ხოლო მცირე პაკეტებისა და M ტომრისთვის - 30 კალენდარულ დღეს. ამ ვადაში ადრესატს,  მის მინდობილ პირს ან სრულწლოვან პირს, რომელიც საკუთართან ერთად წარადგენს ადრესატის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს (ან მის სხვა მაიდენტიფიცირებელ საბუთს), უფლება აქვს გაიტანოს მარტივი საფოსტო გზავნილი სერვისცენტრიდან.  აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ მარტივი წერილობითი კორესპონდენცია ბრუნდება უკან.

11.2.     ის მარტივი წერილობითი კორესპონდენცია, რომლის  ჩაბარებაზეც   უარი განაცხადა ადრესატმა, აგრეთვე ადგილობრივი მარტივი წერილობითი კორესპონდენცია, რომლის მისამართის ან/და ადრესატის მოძიებაც  ვერ მოხერხდა, დაბრუნდება უკან დაუყოვნებლივ, 11.1. პუნქტში დადგენილი ვადის დაუცველად.

11.3.     მარტივი წერილობითი კორესპონდენცია „მოკითხვამდე“ პირობით - მისი მიღებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში რჩება სერვისცენტრში, რის შემდეგაც ბრუნდება უკან.

11.4.     მარტივ წერილობით კორესპონდენციაზე, როგორც წესი, არ ხორციელდება მოძიება ელექტრონული პროგრამის საშუალებით, მასზე არ გაიცემა ინფორმაცია კომპანიის მხრიდან, არ გადამისამართდება და არ ანაზღაურდება ზარალი.

11.5.     „საქართველოს ფოსტა“ უფლებამოსილია მარტივი ელექტრონული კომერციის გზავნილის შემთხვევაში განახორციელოს ინფორმაციის მოძიება ელექტრონული პროგრამის საშუალებით, გასცეს  ინფორმაცია ადგილობრივი და საერთაშორისო შემომავალი მარტივი ელექტრონული კომერციის გზავნილის შესახებ ამ დოკუმენტის 22-ე მუხლით განსაზღვრული წესით და ვალდებულია აანაზღაუროს კომპანიის ბრალით მიყენებული ზარალი 62-ე მუხლით დადგენილი ოდენობით.